მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ელისაბედ ჩერქეზიშვილი
ელისაბედ ჩერქეზიშვილი
14.11.1863 - 17.10.1948

ამ გვერდს გაეცნო 6359 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ კოშკაში (გორის მაზრა) 1863 წლის 14 ნოემბერს. 1886 წლის 15 სექტემბერს შედგა მისი დებიუტი დიდ სცენაზე ვ. დიაჩენკოს პიესა "ეხლანდელ სიყვარულში" განასახიერა ნატალიას როლი. იგი თანდაყოლილი ნიჭით, ინტუიციითა და გამჭრიახობით, გონებამახვილობით როლში ყოველთვის პოულობდა თავის თავს. 1921 წლიდან იგი უკვე კინოში მონაწილეობს. იგი იყო პირველი თეატრალური მსახიობი, რომელმაც პირველად შექმნა ქართველი დედის სახე ეკრანზე.
საქართველოს სახალხო არტისტი.


ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:
1. ქეთო და კოტე (მაკარის დედა) - (1948)
2. ის კიდევ დაბრუნდება - (1943)
3. ქალიშვილი გაღმიდან (მოხუცი კოლმეურნე) - (1940)
4. უჟმური - (1934)
5. შეხვედრა (ჰილა) - (1930)
6. ჯანყი გურიაში (ტელემაკის ცოლი) - (1928)
7. ორი მონადირე (მაგდანა) - (1927)
8. ხანუმა (ხანუმა–მაჭანკალი) - (1926)
9. ვინ არის დამნაშავე ? (ჯუფანა–ექიმბაში) - (1925)
10. არსენა ჯორჯიაშვილი (არსენას დედა) - (1921)






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.