მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



მიხეილ მედნიკოვი
მიხეილ მედნიკოვი
10.01.1930


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 4082 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1930 წლის 10 იანვარს. 1953 წელს დაამთავრა ხატვის და ფერწერის 2 წლიანი კურსები მოსკოვში. 1972 წელს დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტი, კინოოპერატორის სპეციალობით. 1955 წლიდან დღემდე მუშაობს კინოსტუდია “ქართული ფილმში” დამდგმელ ოპერატორად და დამდგმელ მხატვარად. 1998 წლიდან არის საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პედაგოგი, ასოცირებული პროფესორი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1979). ღირსების ორდენის კავალერი (2000).


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმის:
1. კარები (1971)

სცენარის ავტორია ფილმის:
1. კარები (1971)

დამდგმელი ოპერატორია ფილმების:
1. 6 და 7 (მისტიკური დრამა, ადამი და ევას სულიერ ისტორიაზე) (2003)
2. ჩემი ძვირფასი, სანატრელი ბაბუ (1998)
3. დინოზავრის კვერცხი (და სასახლეში ვნახავ სიხარულს...) (1993)
4. ო, რა ტკბილია განშორების ეს ნაზი სევდა (ევრიდიკე) (1991)
5. ოცდაათი სანტიმეტრი ზღვის დონიდან (1989)
6. მარტოხელა მონადირე (1989)
7. მოდი, ვილაპარაკოთ (1986)
8. სანამ წვიმა გადივლიდეს (1984)
9. კუკარაჩა (1982)
10. ანდერძი (1982)
11. თითქმის ორი თვე (1980)
12. კაცია ადამიანი ?! (1979)
13. რბოლა (1977)
14. თვალი პატიოსანი (1976)
15. კარები (1971)

დამდგმელი მხატვარია ფილმების:
1. მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი (2008)
2. ბენზინის ჩამომსხმელი (1977)
3. კაცები (1974)
4. ციმბირელი პაპა (1973)
5. ზოია რუხაძე (1971)
6. გოგონა და ჯარისკაცი (1970)
7. ჩამავალი მზე (1970)
8. ღიმილის ბიჭები (1969)
9. ქალაქი ადრე იღვიძებს (1967)
10. შეხვედრა წარსულთან (1966)





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.