მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



გიორგი გერსამია
გიორგი გერსამია
07.09.1939


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 8772 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1939 წლის 7 სექტემბერს ქ. თბილისში. 1962 წელს დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტი, კინოსაოპერატორო ფაკულტეტი. 1962 წლიდან მუშაობს კინოსტუდია “ქართული ფილმში”, დამდგმელ კინოოპერატორად, 1989 წლიდან არის უმაღლესი კატეგორიის კინოოპერატორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1988). საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. საქართველოს კინემატოგრაფისთა კავშირის წევრი (1968). ღირსების ორდენის კავალერი(1999).


ფილმოგრაფია

დამდგმელი ოპერატორია ფილმების:
1. ჯაყოს ხიზნები (2009)
2. მონეტა (2005)
3. ზღვის დონიდან (2004)
4. მეიდანი - სამყაროს ჭიპი (2004) - დოკუმენტური
5. ჭერი ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა (2003)
6. ჯერ შეიცადეთ... ("ოტელო" ქუთაისში) (2003)
7. ღმერთო, რისი გულისთვის… – უმადური (2003)
8. ხვეული კიბით (2001)
9. გრანტუსი (1994)
10. მე, პელეს ნათლია! (1991)
11. ზმანებანი აღლუმებს შორის (1989)
12. რივარესი (1987)
13. ჭიდაობას რა უნდა (1986)
14. ქალაქის მიღმა (ღამის ილუზია) (1985)
15. გზის დასაწყისი (1982)
16. ცხელი ზაფხულის სამი დღე (1981)
17. დაუვიწყარი დღე (1977)
18. მწვერვალი (1976)
19. კაპიტნები (1974)
20. გზა მშვიდობისა, ჯაყო ! (1973)
21. არაჩვეულებრივი გამოფენა (1968)
22. დიდი მწვანე ველი (1967)
23. მიხა (1965)





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.