მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



დავით კანდელაკი
დავით კანდელაკი
16.02.1903 - 25.06.1960

ამ გვერდს გაეცნო 5071 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1903 წლის 16 თებერვალს. 1921–1923 წლებში სწავლობდა სამხედრო სკოლაში, 1926-1930 წლებში – ლენინგრადის ფოტოკინო ინსტიტუტში. 1926–1932 წლებში მუშაობდა ლაბორანტად, ოპერატორის ასისტენტად და ოპერატორად ლენინგრადის ”სოვკინოს” ფაბრიკაში, 1932–1934 წლებში ბაქოს კინოსტუდია ”აზერფილმში” ოპერატორად. 1934 წლიდან მოღვაწეობდა კინოსტუდია ”ქართულ ფილმში” ოპერატორად. ავტორია წიგნებისა: ”ფოტოგრაფია და ფოტომოყვარულები” (1950), ”ჩვეულებრივი და ფერადი ფოტოგრაფია” (1953), ”ფოტოხელოვნება” (1955), ”კინოხელოვნება” (1957). საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1953), ”საპატიო ნიშნის” ორდენოსანი (1958, 1960).


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმის:
1. ორი ოჯახი (1958)

სცენარის ავტორია ფილმის:
1. ორი ოჯახი (1958)

დამდგმელი ოპერატორია ფილმების:
1. ორი ოჯახი (1958)
2. ოთარაანთ ქვრივი (1957)
3. ბაში-აჩუკი (1956)
4. გაზაფხული საკენში (1950)
5. ბედნიერი შეხვედრა (1949)
6. სადარაჯო ჯიხური (1941)
7. ქალიშვილი ხიდობნიდან (1940)
8. ფრთოსანი მღებავი (1936)
9. არშაულა (1935)





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.