მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



კონსტანტინე (მინდია) ესაძე
კონსტანტინე (მინდია) ესაძე
09.08.1972

ამ გვერდს გაეცნო 4583 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1972 წლის 9 აგვისტოს. 1991 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1995 წელს მიუნხენის კინოსკოლა კინო-ვიდეო ოპერატორის სპეციალობით. 1998 წელს თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის კინო-ვიდეო ოპერატორის ფაკულტეტი (ლევან პაატაშვილის სახელოსნო). 2001 წელს ამავე ინსტიტუტის უმაღლესი კინოსარეჟისორო კურსები (რეზო ესაძის სახელოსნო).
პროფესიული გამოცდილება: 1996 წლიდან არის კინოსტუდია "+1" (პლიუს ერთი)– რეჟისორი და ოპერატორი. 2000–2001 წლებში იმუშავა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში რეჟისორად და ოპერატორად. 2002 წლიდან მუშაობა დაიწყო ტელეკომპანია "იმედში" ოპერატორად. 2002 წელს მისმა ფილმმა "სტალინის მამიდა პორტუგალიაში" კიევის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა, 2003 წელს ფილმისთვის "სიჩუმის ზღვარზე" ბრნოს საერთაშორისო კინოფესტივალის დიპლომი გადაეცა.


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. მოთამაშე (2013) - დოკუმენტური
2. თეთრი არა, - შავი (2011) - დოკუმენტური
3. სიჩუმის ზღვარზე (2003) - დოკუმენტური
4. სტალინის მამიდა პორტუგალიაში (2002)

სცენარის ავტორია ფილმების:
1. მოთამაშე (2013) - დოკუმენტური
2. თეთრი არა, - შავი (2011) - დოკუმენტური
3. სტალინის მამიდა პორტუგალიაში (2002)

დამდგმელი ოპერატორია ფილმების:
1. დინოლა (2013)
2. დეტონატორი (2013)
3. მოთამაშე (2013) - დოკუმენტური
4. კომა (2013)
5. გაიღიმეთ (2012)
6. ბოლო გასეირნება (2012)
7. თეთრი არა, - შავი (2011) - დოკუმენტური
8. ომი და ქორწილი (2010)
9. რენე მიდის ჰოლივუდში (2010)
10. Участок (Az, 2009)
11. პროფესია - ბალეტმაისტერი (2005) - დოკუმენტური
12. შეხება (2005) - დოკუმენტური
13. სიჩუმის ზღვარზე (2003) - დოკუმენტური
14. სტალინის მამიდა პორტუგალიაში (2002)

გადაღებულია ფილმებში:
1. ჭერი ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა - (2003)
2. წისქვილი ქალაქის გარეუბანში - (1981)






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.