მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



დავით ასათიანი
დავით ასათიანი
13.01.1957


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 6501 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში 1957 წლის 13 იანვარს. 1964 წელს შევიდა ვაიმარის (გერმანია) სკოლაში. 1974 წელს დაამთავრა თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა–მათემატიკური სკოლა. 1975 წლიდან მუშაობდა სამეცნიერო–პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიაში ოპერატორის ასისტენტად. 1976–79 წ.წ. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კინოფოტო ხელოვნების ფაკულტეტზე. 1979–80 წ.წ. სწავლა განაგრძო მოსკოვში, საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში კინოსაოპერატორო უმაღლეს კურსებზე. 1980 წლიდან მუშაობს კინოსტუდია "მემატიანეში" კინოოპერატორად. არის ოპერატორების საერთაშორისო ასოციაციის წევრი (ჰოლივუდი).


ფილმოგრაფია

დამდგმელი ოპერატორია ფილმების:
1. ჯონ სტაინბეკი და "რუსული დღიური" 60 წლის შემდეგ (2008) - დოკუმენტური
2. მაცხოვარი ლატალისა (2008) - დოკუმენტური
3. ქუთაისელი ბაბუა (2007)
4. დედა ღვთისმშობელი (2005) - დოკუმენტური
5. არჩევანი (2003)
6. დავით სარაჯიშვილი (2003) - დოკუმენტური
7. პლებისციტი–96 (1997) - დოკუმენტური
8. ქალები (1990) - დოკუმენტური
9. ვაჟას სახლ–მუზეუმი (1986) - დოკუმენტური






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.