მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



დიმიტრი თაყაიშვილი
დიმიტრი თაყაიშვილი
06.01.1919 - 28.03.1998


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 7148 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში 1919 წლის 6 იანვარს. 1934–38 წ.წ. სწავლობდა სამხატვრო სასწავლებელში, ხოლო 1938–44 წ.წ. თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე. 1944–45 წ.წ. კვალიფიკაციის ასამაღლებლად მივლინებული იყო მოსკოვის ფერწერის ინსტიტუტის დეკორატიულ სახელოსნოში პროფ. მ. ბობიშევთან. მუშაობდა მთავარ მხატვრად მოსკოვის მოძრავი მუსიკალური (1945), ხოლო დამდგმელ მხატვრად მოსკოვის საოლქო მუსიკალურ (1946–47) და ქ. ნოგინსკის საოლქო დრამატულ (1947-48) თეატრებში. 1949-51 წ.წ. თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული, ხოლო 1952-57 წ.წ. ქუთაისის თეატრების მთავარი მხატვარია, 1955 წ. ქუთაისში დაარსა სამხატვრო სკოლა. 1957 წლიდან მოღვაწეობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში". 1968 წლიდან ხელმძღვანელობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის კინოსა და ტელევიზიის სახელოსნოს. 1976–86 წ. იყო მხატვართა კავშირის გამგეობის მდივანი. ფერწერის ფაკულტეტის პროფესორი (1985). საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967). საქართველოს სახალხო მხატვარი (1985).






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.