მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ილამაზ (ზურაბ) მეძმარიაშვილი
ილამაზ (ზურაბ) მეძმარიაშვილი
28.08.1924 - 02.04.2012


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 7470 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1924 წლის 28 აგვისტოს, სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშში, 1939-1944 წლებში საწავლობდა თბილისის სამხატვრო ტექნიკუმში, ფერწერის განხრით. 1944-1950 წელს სწავლობდა საქართველოს სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე. 1951 წავიდა სიმფეროპოლში, სადაც ასწავლიდა სამხატვრო სასწავლებელში. იქვე დაოჯახდა მხატვარ ტატიანა(ტატა) კრიმკოვსკაიაზე. ყავდა ორი შვილი: მაკა (მარიამი) და ნათია, ასევე მხატვრები. 1952 წლიდან დაბრუნდა თბილისში, სადაც ასწავლიდა სამხატვრო სასწავლებელში. 1953 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მულტიპლიკაციურ საამქროში დამდგმელ მხატვრად. 1954 წლიდან გადავიდა მხატვრული ფილმების მხატვრად. 1981 წლიდან იყო კინოსტუდია ქართული ფილმის მთავარი მხატვარი. 1969 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება. 1978 წელს დაჯილდოვდა სსრკ წარჩინებული კინომატოგრაფისტის ნიშნით. 1985 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო მხატვრის წოდება.


ფილმოგრაფია

დამდგმელი მხატვარია ფილმების:
1. მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი (2008)
2. ზმანებანი აღლუმებს შორის (1989)
3. ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი (1989)
4. დღესასწაული დღესასწაულის მოლოდინში (1989)
5. ძნელი დასაწყისი (1981)
6. მშობლიურო ჩემო მიწავ (რაიკომის მდივანი) (1980)
7. დაუვიწყარი დღე (1977)
8. გასეირნება თბილისში (ნამდვილი თბილისელი და სხვები) (1976)
9. აურზაური სალხინეთში (1975)
10. კიბე (1975)
11. ნერგები (1972)
12. ღიმილის ბიჭები (1969)
13. დიდედები და შვილიშვილები (1969)
14. ჯარისკაცის მამა (1964)
15. ცეროდენა რაინდები (1963)
16. ჭიაკოკონა (1961)
17. კარდაკარ (1960)
18. ზვიგენის კბილი (1959)
19. ყვავილი თოვლზე (1959)
20. საბუდარელი ჭაბუკი (1957)
21. მე ვიტყვი სიმართლეს (1957)
22. ჩრდილი გზაზე (1956)
23. ყურშა (1954) - ანიმაციური





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.