მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



მიხეილ გოცირიძე
მიხეილ გოცირიძე
08.11.1901 - 00.00.1975

ამ გვერდს გაეცნო 2824 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1901 წლის 8 ნოემბერს, ქ. თბილისში. 1908–17 წ.წ. სწავლობდა სათავადაზნაურო გიმნაზიაში, 1917–21 წ.წ. – სამხატვრო აკადემიაში, 1921 წლიდან იყო კინოფოტოკავშირის წევრი. 1922 წლიდან მუშაობას იწყებს მხატვრად მოზარდ მაყურებელთა რუსულ თეატრში, 1926 წლიდან კი თბილისის "ახალ თეატრში". ქართულ კინემატოგრაფიაში მოღვაწება დაიწყო 1929 წლიდან. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მხატვარი (1962).


ფილმოგრაფია

დამდგმელი მხატვარია ფილმების:
1. ორი ოჯახი (1958)
2. ქალის ტვირთი (1957)
3. გიორგი სააკაძე (1943)
4. დაგვიანებული სასიძო (1939)
5. ორი მეგობარი (1937)
6. ქაჯეთი (1936)
7. მდინარის გაღმა (1935)
8. უჟმური (1934)
9. უდაბნო (1932)
10. დამკვრელი (1931)
11. ნამდვილი კავკასიელი (1931)
12. ბანაკი მთაში (1930)

გადაღებულია ფილმში:
1. მდინარის გაღმა (რამაზანი–ბავშვობაში) - (1935)





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.