მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



დავით კაკაბაძე
დავით კაკაბაძე
20.08.1889 - 10.05.1952

ამ გვერდს გაეცნო 7612 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა სოფ. კუხში (ხონის რ–ნი) 1889 წლის 20 აგვისტოს. 1910-1915 წ.წ. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. პეტერბურგში საუნივერსიტეტო კურსთან ერთდროულად გაიარა ნახატისა და ფერწერის სასწრაფო აკადემიური სკოლა მხატვარ დიმიტრიევ-კავკაზსკის სახელოსნოში. შემდეგ მსოფლიო ხელოვნების ძეგლების გასაცნობად და ცოდნის გასაღრმავებლად იგი იტალიასა და გერმანიაში მიემგზავრება. 1920-1927 წ.წ. მუშაობდა პარიზში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოღვაწეობდა კინოსა და თეატრში. 1928–48 წ.წ. იყო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, ხოლო 1933–42 წ.წ. – პრორექტორი. არის ქართული თეატრალური–დეკორაციული ხელოვნების ერთ–ერთი ფუძემდებელი.


ფილმოგრაფია

დამდგმელი მხატვარია ფილმების:
1. აკაკის აკვანი (1947)
2. დაკარგული სამოთხე (1937)
3. ჯიმ შვანთე (მარილი სვანეთს) (1930)
4. უსინათლო (1930)
5. ბუბა (1930) - დოკუმენტური
6. საბა (1929)






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.