მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ლადო გუდიაშვილი
ლადო გუდიაშვილი
30.03.1896 - 20.07.1980

ამ გვერდს გაეცნო 4977 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში 1896 წლის 18 (30) მარტს რკინიგზის მუშის ოჯახში. სწავლობდა თბილისის კულტურისა და სახვითი ხელოვნების სკოლაში (1910-1914), 1916–1919 წლებში მუშაობდა მხატვარ–პედაგოგად. 1919-1926 წლებში სწავლობდა პარიზში რონსონის კერძო აკადემიაში. პარიზიდან დაბრუნების შემდეგ 1926 წ. მიიწვიეს თბილისის სამხატვრო აკადემიაში პროფესორად, სადაც ხელმძღვანელობდა მონუმენტურ–დეკორაციულ ფერწერას და საკომპოზიციო კლასს. 1946 წელს მან ქაშვეთის ეკლესიის (თბილისი) კედლები მოხატა, რისთვისაც ის კომუნისტური პარტიის რიგებიდან გარიცხეს და დაითხოვეს თბილისის სამხატვრო აკადემიიდან.გუდიაშვილი ასევე მუშაობდა, როგორც წიგნების ილუსტრატორი, კინოსა და თეატრის დეკორატორი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1958), საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1968). შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი (1965). სოციალისტური შრომის გმირი (1976). გარდაიცვალა 1980 წლის 20 ივლისს, თბილისში.


ფილმოგრაფია

დამდგმელი მხატვარია ფილმების:
1. როგორ ააშენეს სახლი (1965) - ანიმაციური - ანიმაციური
2. განწირულნი (1930)
3. გაყრა (1930)
4. საბა (1929)

გადაღებულია ფილმში:
1. მზე შემოდგომისა (სტუმარი) - (1973)





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.