მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ნიკოლოზ (ნიკუშა) შენგელაია
ნიკოლოზ (ნიკუშა) შენგელაია
24.10.1958

ამ გვერდს გაეცნო 9338 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში 1958 წლის 24 ოქტომბერს. 1976-1982 წ.წ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში (თსსა) ფერწერის ფაკულტეტზე (პედაგოგები - გ. ქუთათელაძე, უ. ჯაფარიძე). სადიპლომო ნამუშევარი: ”გოგონა ხოხობით”. 1980 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია საფრანგეთის, სირიის, ჰოლანდიის, რუსეთის კერძო კოლექციებში. 1991-95 წ.წ. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა პარიზში. კ/ს ”ქართულ ფილმში” მუშაობს 1984 წლიდან.


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმის:
1. სოფიკო (2008) - დოკუმენტური

სცენარის ავტორია ფილმის:
1. სოფიკო (2008) - დოკუმენტური

პროდიუსერია ფილმის:
1. სოფიკო (2008) - დოკუმენტური

დამდგმელი მხატვარია ფილმების:
1. მიდიოდა მატარებელი (2005)
2. სკამი (2004)
3. სიყვარული ვენახში (2000)
4. თბილისი ჩემი სახლია (1994)
5. დახატული წრე (1988)
6. ხარება და გოგია (1987)
7. ანემია (1987)
8. სიკეთის ტელეფონი (1986)
9. ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა (1984)
10. თეთრი ღამე (1984)
11. მატარებელი (1984)

გადაღებულია ფილმებში:
1. ორფეოსის სიკვდილი (საქსაფონისტი) - (1996)
2. თბილისი ჩემი სახლია (სანდრო) - (1994)
3. წიგნი ფიცისა - (1983)
4. როგორ ვიცხოვრო უშენოდ (გელა) - (1980)






შეტყობინებები:

1. ‎1986 წელს ჩვენ ერთად გადაგვიხადეს დაბადების დღე კრუიზში ხმელთაშუა ზღვაზე, იტალიასა და საბერძნეთს შორის, მაშინ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით, იმის მერე ჩემს დაბადების დღეზე ყოველთვის ვსვავ თქვენს სადღეგრძელოს, იდღეგრძელე, ჯანმრთელად იყავი, ძალიან მიყვარხაააარ...........
2011-10-24 - Marina Meskhi






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.