მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



კობა ცხაკაია
კობა ცხაკაია
30.03.1964


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 1949 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1964 წლის 30 მარტს 1981 წელს დაამთავრა თბილისის 161-ე საშუალო სკოლა.1988 წელს საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის კინოსა და თეატრის მსახიობის ფაკულტეტი, 1990 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოდრამატურგიის ფაკულტეტი.1995 წელს გერასიმოვის სახელობის საერთაშორისო კინო ინსტიტუტი(VGIK), მხატვრული კინოსა და ტელევიზიის რეჟისორის სპეციალობით (ხელოვნების მაგისტრის დიპლომი). 1997 წელს ვენის (ავსტრია) უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი. 1986-90 წლებში იყო რუსთავის სახელმწიფო თეატრის მსახიობი. 1991-93 წლებში ”მოსფილმის” რეჟისორის ასისტენტი (ვ. ვ. ნაუმოვის ფილმებზე).1995 წლიდან არის კინოსტუდია ”ქართული-ფილმის” დამდგმელი-რეჟისორი. პარალელურად ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას, არის თეატრისა და კინოს სახლემწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. უფლის ძახილი (2010) - დოკუმენტური
2. ლექსად თქმული ქადაგებები (2009) - დოკუმენტური
3. თამადა ანუ სამყარო სუფრის გარშემო (1995) - დოკუმენტური
4. პილიგრიმი (1993)

სცენარის ავტორია ფილმების:
1. უფლის ძახილი (2010) - დოკუმენტური
2. ლექსად თქმული ქადაგებები (2009) - დოკუმენტური
3. თამადა ანუ სამყარო სუფრის გარშემო (1995) - დოკუმენტური
4. პილიგრიმი (1993)

პროდიუსერია ფილმების:
1. უფლის ძახილი (2010) - დოკუმენტური
2. ლექსად თქმული ქადაგებები (2009) - დოკუმენტური

დამდგმელი ოპერატორია ფილმის:
1. ლექსად თქმული ქადაგებები (2009) - დოკუმენტური

მემონტაჟეა ფილმების:
1. უფლის ძახილი (2010) - დოკუმენტური
2. ლექსად თქმული ქადაგებები (2009) - დოკუმენტური
3. თამადა ანუ სამყარო სუფრის გარშემო (1995) - დოკუმენტური





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.