მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ანდრია ბალანჩივაძე
ანდრია ბალანჩივაძე
01.06.1906 - 28.04.1992

ამ გვერდს გაეცნო 6018 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა ქ. პეტერბურგში 1906 წლის 1 ივნისს. პირველი მუსიკალური განათლება მიიღო პეტერბურგში, 1918 წლიდან სწავლობდა ქუთაისის სამუსიკო სასწავლებელში. 1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოსა (ი. აისბერგის კლასი) და კომპოზიციის განხრით (მ. იპოლიტ–ივანოვის კლასი). 1927–31 წ.წ. სწავლობდა ლენინგრადის კონსერვატორიაში. 1925-1927 მუშაობდა სამუსიკო ნაწილის გამგეგ თბილისის მუშა-ახალგაზრდობის თეატრში, 1931-1933 - კ.მარჯანიშვილის დაარსებულ (ახლანდელი მარჯანიშვილის სახელობის) თეატრში, 1935-1937 - მუსიკალურ მუშფაკში. 1937-იდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პედაგოგი იყო, ხელმძღვანელობდა საკომპოზიციო კლასს (1940-იდან პროფესორი). 1941-1949 იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის დაარსებიდან (1932) - მისი გამგეობის წევრი და შემოქმედებითი და საოპერო-სიმფონიური სექციების თავმჯდომარე, 1953-1961 და 1968-1973 - გამგეობის თავმჯდომარე, 1973-1979 - საპატიო თავმჯდომარე. 1957-1991 იყო ყოფილი სსრკ კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის წევრი. საქართველოს სახალხო არტისტი (1957). სსრკ სახალხო არტისტი (1968). სოციალისტური შრომის გმირი (1986).






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.