მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ბიძინა (ალექსანდრე) კვერნაძე
ბიძინა (ალექსანდრე) კვერნაძე
29.07.1928 - 08.07.2010

ამ გვერდს გაეცნო 8732 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1928 წლის 29 ივლისს. 1953 წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფ. ა. ბალანჩივაძის კლასი), 1963 წლიდან კონსერვატორიის პედაგოგია (სპეც. კომპოზიციის კლასი), 1980 წლიდან - პროფესორი. 1996 წლიდან კომპოზიციის კათედრის გამგე. დაწერილი აქვს მრავალი საესტრადო სიმღერა, მუსიკა 30 - ზე მეტი კინოფილმისათვის. იგი არის თანამედროვე ქართული მუსიკის გამოჩენილი წარმომადგენელი. მისი მუსიკა მკაფიო ინდივიდუალობით და არტისტული ხიბლითაა აღბეჭდილი. საკონცერტო შესრულებით აჟღერებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოს სახალხო არტისტი (1979), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო (1985) და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის (1981) პრემიების ლაურეატი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1996). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).


ფილმოგრაფია

კომპოზიტორია ფილმების:
1. ღმერთო, რისი გულისთვის… – უმადური (2003)
2. ანთიმოზ ივერიელი (2001)
3. წარსულის აჩრდილები (1996)
4. ქვა (1996)
5. პრემიერა (1991)
6. ომი ყველასათვის ომია (სტალინის შვილი) (1990)
7. თეთრი ბაირაღები (1990)
8. ერთ პატარა ქალაქში (1985)
9. ნეილონის ნაძვის ხე (1985)
10. წიგნი ფიცისა (1983)
11. მე დავბრუნდები (1982)
12. სალამურას თავგადასავალი (1979) - ანიმაციური
13. დათა თუთაშხია (1978)
14. ნატვრის ხე (1976)
15. ბაკულას ღორები (1976)
16. სიყვარული, ხანძარი და პომპიერო (1976)
17. ჩირიკი და ჩიკოტელა (1975)
18. საქართველო: ლეგენდები და სინამდვილე (1971) - დოკუმენტური
19. ქალაქი ადრე იღვიძებს (1967)
20. შეხვედრა მთაში (1966)
21. ქალიშვილი და მზე (1962)
22. ჭიაკოკონა (1961)
23. უდიპლომო სასიძო (1961)
24. მღერის ბორჯომის ნაძვი (1961)
25. ლევანა (1960)
26. განაჩენი (1959)






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.