მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ივანე გოკიელი
ივანე გოკიელი
09.09.1899 - 10.07.1972

ამ გვერდს გაეცნო 5268 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1899 წლის 9 სექტემბერს ქ. თბილისში. იგი მიეკუთვნება ქართველ კოპოზიტორთა იმ თაობას, რომელსაც გარდატეხის რთულ პერიოდში მოუხდა შემოქმედებით ასპარეზზე გამოსვლა. ეს იყო ახალი საბჭოთა ხელოვნების ფორმირების, მისი ძირითადი ესთეტიკური ტენდენციების ჩამოყალიბების პერიოდი.1925 წელს დაამთავრა თბილისის მეორე მუშფაკის საფორტეპიანო ფაკულტეტი (პროფესორ ს. აისბერგის კლასი), იგი ერთ-ერთი ინიციატორია 1924 წელს საქართველოში სიმფონიური ორკესტრის ჩამოყალიბების. 1928 წლიდან იგი მჭიდრო შემოქმედებით კავშირში იყო რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან. 1931 წელს ლენინგრადის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ იგი თბილისში დაბრუნდა. 1931–36 წ.წ. იყო ამიერკავკასიის რეადიკომიტეტის მთავარი მუსიკალური რედაქტორი, 1938–42 წ.წ. – საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის პირველი მდივანი. 1942–45 წ.წ. იყო ვანო სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორისს დირექტორი და ამავრდოულად 1972 წლამდე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.
საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1942), საქართველოს სახლხო არტისტი (1966).


ფილმოგრაფია

კომპოზიტორია ფილმების:
1. ოქროს ბილიკი (1945)
2. წყალქვეშა ტყვეობაში (1942)
3. ფორპოსტი (1941)
4. დიადი განთიადი (1938)
5. ორი მეგობარი (1937)
6. წითელი ეშმაკუნები (1923)





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.