მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


სუსა (2010)
ამ გვერდს გაეცნო 16587 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 8 ნაწილი (78 წთ.), RED 4K
მწარმოებელი კომპანია "კავკასიური ფილმოდრომი", სს "ქართული ფილმი", ეროვნული კინოცენტრი 

დამდგმელი რეჟისორი: რუსუდან პირველი
სცენარის ავტორი: გიორგი ჩალაური
დამდგმელი ოპერატორები: მირიან შენგელაია, ირაკლი გელეიშვილი
დამდგმელი მხატვარი: გურამ ნავროზაშვილი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: მადონა თევზაძე
მემონტაჟეები: რუსუდან პირველი, ზვიად ალხანაიძე
მონაწილეობენ: ავთანდილ თეთრაძე (სუსა), გია გოგიშვილი (მამა), ლევან ლორთქიფანიძე (ბოსი), ეკატერინე კობახიძე (დედა), გივი ქართველიშვილი (კრიმინალი), ვიქტორ ქსოვრელი (კრიმინალი)
პროდიუსერი: რუსუდან პირველი
 

იმედი და მოლოდინი ძალას მატებს ადამიანს, მაგრამ როდესაც ილუზიებს რეალობა ამსხვრევს, თორმეტი წლის ბიჭი სწრაფად იზრდება. სუსა 12 წლისაა და ყველა სხვა ბიჭის მსგავსად თამაში უყვარს, მაგრამ მის ყოველდღიურ ცხოვრებას არყის სახდელ არალეგალურ საამქროში მუშაობა შეადგენს. მას არყის მიწოდება ევალება ალკოჰოლის მომხმარებელი პატარა კაფეებისა და ჯიხურებისთვის, ზოგჯერ კი - მეძავებისა და ლოთებისთვის. შემოსავლის ნაწილს ის ქუჩის კრიმინალებს უხდის და ცდილობს თვალში არ მოხვდეს პოლიციელებს. ერთხელ დედა ეტყვის, რომ დიდი ხნის უნახავი მამა ბრუნდება. იმ იმედით, რომ თითქმის უცნობი მამა სხვაგან წაიყვანს, სუსა ყველა ღონეს ხმარობს, რომ ძველ ცხოვრებას დაემშვიდობოს.

ფესტივალები და პრიზები:
  • საუკეთესო რეჟისურა, კულტურათშორისი საერთაშორისო ფესტივალი, პადი, საფრანგეთი (2010).

  • საუკეთესო მსახიობი, მონრეალის ახალი კინოს საერთაშორისო ფესტივალი, კანადა (2010).

  • გრან პრი, ჯეონჯუს საერთაშორისო ფესტივალი, კორეა (2010).

  • გრან პრი, ოქროს პრომეთე, თბილისის მე-11 საერთაშორისო ფესტივალი (2010).

  • სპეციალური პრიზი, მონპელიეს 32-ე საერთაშორისო ფესტივალი, საფრანგეთი (2010).

  • VFF-ის პრიზი საუკეთესო ახალგაზრდული პროექტისთვის, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ტალანტ მარკეტი (2010).

  •  
    

    .

    Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.