მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ჯაყოს ხიზნები (2009)
ამ გვერდს გაეცნო 17874 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 11 ნაწილი (110 წთ.)
შპს "ტაია გრუპი", ტელეკომპანია ”იმედი”, ეროვნული კინოცენტრი 
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით
შეჩერებულია ფილმის ჩვენება

დამდგმელი რეჟისორი: დავით ჯანელიძე
სცენარის ავტორები: დავით ჯანელიძე, ვაჟა გიგაშვილი
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი გერსამია
დამდგმელი მხატვარი: ჯემალ მირზაშვილი
კომპოზიტორი: დავით ევგენიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: პაატა გოძიაშვილი
მემონტაჟე: ნოდარ ნოზაძე
მონაწილეობენ: თემურ იანტბელიძე, ზაზა ბურჭულაძე (თეიმურაზი), ნატო მურვანიძე (მარგო), გიორგი ნაკაშიძე (ჯაყო), ნესტან (ნენე) კვინიკაძე, ბორის გულმაგარაშვილი, ავთანდილ გულიაშვილი, ორბი აღნიაშვილი, ზაკო ჯინჭარაშვილი, კაკო ყეინიშვილი, კაკო ზაალიშვილი, ავთო ყეინიშვილი, მარი ოთარაშვილი (ჯაყოს შვილი), დათო ბერიაშვილი (ჯაყოს შვილი), ზაზა ზაალიშვილი (ჯაყოს შვილი), მაგდა ყანჩელაშვილი (ჯაყოს შვილი)
პროდიუსერი: ქეთევან გალდავაძე

გადაღებულია მიხეილ ჯავახიშვიალის ამავე სახელწოდების რომანის მოტივებზე
 

ფილმის მთავარ გმირად შეიძლება ქარი წარმოვიდგინოთ: სიო, ქარიშხალი, ბრიზი...
ეს ფილმის ვიზუალური საფუძველია. მაყურებელმა უნდა წარმოიდგინოს შიდა ქართლის მკაცრი, შეყვითლებული ლანდშაფტი, რომ საქართველოს ეს მხარე ისე დაინახოს, როგორც ჩვენ ვხედავთ მას.
მთავარი გმირებიც შეიძლება ქარის სახეობებს შევადაროთ: თეიმურაზი მსუბუქი სიოა, მარგო – ბრიზი, ხოლო ჯაყო ძლიერი ქარია. ამ სამი ხასიათის ურთიერთობა წარმოქმნის ქარიშხალს, რომელიც წალეკვით ემუქრება ყოველივეს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.