მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


გაღმა ნაპირი (2009)
ამ გვერდს გაეცნო 73392 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 9 ნაწილი (90 წთ.)
ეროვნული კინოცენტრი 
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით
შეჩერებულია ფილმის ჩვენება

დამდგმელი რეჟისორი: გიორგი ოვაშვილი
სცენარის ავტორი: ნუგზარ შატაიძე
დამდგმელი ოპერატორი: შაჰრიარ ასადი
დამდგმელი მხატვარი: მერაბ ჯოხაძე
კომპოზიტორი: იოსებ (სოსო) ბარდანაშვილი
ხმის რეჟისორები/ოპერატორები: ვლადიმერ გოლოვნიცკი, ნეზამედინ კიაიე
მემონტაჟე: სუნ-მინ კიმი
მონაწილეობენ: თედო ბექაური (თედო), გალობა გამბარია (წუპაკი), ნიკა ალაჯაჯევი (გოშკა), თამარ მესხი (მარიამი), ჯანო იზორია (იანგული), ლია აბულაძე (ზიტა), არჩილ თაბუკაშვილი (მაღალი), თემო გოგინავა (დაბალი), ბერდია ინწკირველი (დაური), ლერი ზარდიაშვილი (მძღოლი), ლეილა ქოქოსაძე (მარო ბებო), სოფო გვრიტიშვილი (თედოს დედა), იოსებ (სოსო) ხაინდრავა, ენვერ ჩაიძე, ნოდარ ხუციშვილი, ნოდარ იაკობიძე
პროდიუსერები: გიორგი ოვაშვილი, საინ გაბდულინი

გადაღებულია ნუგზარ შატაიძის ნოველის "მოგზაურობა აფრიკაში"–ს მიხედვით.
 

12 წლის ბიჭს, რომელიც აფხაზეთიდან დევნილთა თაობას მიეკუთვნება, ცხოვრება მრავალ წინააღმდეგობას უმზადებს. სამოქალაქო ომმა თედოს წაართვა ყველაფერი, რაზეც კი ოდესმე უოცნებია. ფილმი მოგვითხრობს თედოს მცდელობაზე, დაიბრუნოს იმედი და რწმენა საკუთარ თავში.

ფესტივალები და პრიზები:
  • გრან-პრი “ოქროს შროშანი”, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის მე-9 კინოფესტივალი goEast, ვისბადენი (2009).

  • ჟიურის მთავარი პრიზი, სიეტლის 35–ე საერთაშორისო კინოფესტივალი (ამერიკა) (2009).

  • მთავარი პრიზი "ოქროს ალამბრა", მე–3 საერთაშორისო კინოფესტივალი Cines del Sur-სამხრეთის კინო (გრანადა) (2009).

  • საერთაშორისო ჟიურის პრიზით, პარიზის მე–7 სართაშორისო კინოფესტივალზე Paris Cinéma (საფრანგეთი) (2009).

  • მთავარი პრიზი "ოქროს გარგარი", ერევნის მე–6 საერთაშორისო კინოფესტივალი (სომხეთი) (2009).

  • პრიზი თედო ბექაურს, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის,ანტალიის საერთაშორისო კინოფესტივალი "ოქროს ფორთოხალი" (2009).

  • პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის, ანტალიის საერთაშორისო კინოფესტივალი "ოქროს ფორთოხალი" (2009).

  • კინოავტორთა ასოციაციის ჟიურის პრიზი საუკეთესო ინტერნაციონალური ფილმისთვის, ანტალიის საერთაშორისო კინოფესტივალი "ოქროს ფორთოხალი" (2009).

  •  
    

    .

    Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.