მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


სამი სახლი (2008)
(სამი ნოველა)
ამ გვერდს გაეცნო 49503 სტუმარი
მხატვრული ფილმი, რომანტიკული კომედია , 10 ნაწილი (96 წთ.)
შპს კინოსტუდია ”დამოუკიდებელი კინოპროექტი ”, ეროვნული კინოცენტრი 

დამდგმელი რეჟისორი: ზაზა ურუშაძე
სცენარის ავტორი: ზაზა ურუშაძე
დამდგმელი ოპერატორები: გიორგი შველიძე, გიორგი ბერიძე
დამდგმელი მხატვარი: თეა თელია
კომპოზიტორი: გიორგი ცინცაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: პაატა გოძიაშვილი
მემონტაჟე: ალექსანდრე (ალიკა) კურანოვი
მონაწილეობენ: ჟანრი ლოლაშვილი (ფსიქიატრი,ჯემალი), ზურაბ ყიფშიძე, მურმან ჯინორია, დავით იაშვილი (ზუკა), თორნიკე ბზიავა (გიო), ნინელი ჭანკვეტაძე (ქეთევანი), ნინო ბურდული (ელენე), ნინო ქორიძე (ანეტა), ეკატერინე (ეკა) ანდრონიკაშვილი (ვერა), ნატო მურვანიძე (ელენე), ვასილ ბახტაძე, სოფიკო კერვალიშვილი (ანა), მალხაზ აბულაძე, პაატა პაპუაშვილი (დათუნა), ანა ნიკოლაშვილი (ლენკა), ზაზა ქაშიბაძე, გიორგი ლორია, ზურა ინგოროყვა
პროდიუსერები: არჩილ გელოვანი, ზაზა ურუშაძე, ლევან კორინთელი

ფილმი სამი ნოველისგან შედგება, მათ საერთო იდეა აერთიანებს.
 

ფილმი სამი ნოველისგან შედგება. მათ ერთი ნახატის ისტორია აერთიანებს, რომელიც სამ საუკუნეს სწვდება.
პირველი ამბავი მე-19 საუკუნის ბოლოს, ძველ საგვარეულო სახლში ვითარდება. ოჯახის უფროსი ცოლის გარდაცვალების შემდეგ ისე იქცევა, თითქოს ის და გარდაცვლილი კვლავ ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ.
მეორე ნოველაში მოქმედება მე-20 საუკუნეში, მეორე მსოფლიო ომის ფონზე მიმდინარეობს. საბჭოთა გენერლის ცოლი ქმარს საყვარლის ბინაში აღმოაჩენს გარდაცვლილს. საყვარელს დახვრეტა ემუქრება.
მესამე ამბის (21-ე საუკუნე) გმირი თანამედროვე ქალაქელი ბიჭია, რომელიც სიყვარულის გამო იძულებული ხდება საკუთარ პრინციპებს უღალატოს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.