მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


რევერსი (უბრალოდ თამაში) (2006)
ამ გვერდს გაეცნო 42189 სტუმარი
მხატვრული ფილმი, კომედია, 6 ნაწილი (60 წთ.), Video
ეროვნული კინოცენტრი, შპს "ტაია გრუპი", ტელეკომპანია ”იმედი” 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: დიმიტრი (დიტო) ცინცაძე
სცენარის ავტორები: დიმიტრი (დიტო) ცინცაძე, ქეთევან გალდავაძე, გიორგი (მირიანი) მირიანაშვილი
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი ბერიძე
დამდგმელი მხატვრები: გიორგი ჭკუასელი, მაგდა გოლიაძე, კოტე მეფარიშვილი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: გურამ გოგუა
მემონტაჟე: ალექსანდრე (ალიკა) კურანოვი
მონაწილეობენ: მარიშა მაისურაძე (მარიშა), გიორგი ნაკაშიძე (გიორგი), კახა აბუაშვილი (კაბუ), გიორგი ყიფშიძე (გიორგი), ირაკლი ჩოლოყაშვილი (ჩოლო), ნანკა კალატოზიშვილი, ეკა ნიჟარაძე, ნინო გალდავაძე, ანი ჩიქვილაძე, ვიკა გიორგობიანი, მაკა ძაგანია, თეკო ჩუბინიძე, ანი გამსახურდია, ელისო ჯულაყიძე, ნუცა ცინცაძე, დიმიტრი (დიტო) ცინცაძე
პროდიუსერი: ქეთევან გალდავაძე
 

ფილმი ერთ თბილისურ ბინაში იწყება, სადაც ოთხი ბიჭი პოკერს თამაშობს. თამაშის მიწურულს ერთ–ერთი მათგანი ქალებზე იწყებს საუბარს, დანარჩენები აყვებიან და ოთახში მათი წარმოსახვის ქალი დაიხატება. აქედან ვითარდება ფილმის სიუჟეტი, სადაც ორი სამყარო იკვეთება – ირეალური და რეალური. ირეალურ სამყაროში ოთხივე ბიჭს თავისი ისტორია ეწყება წარმოსახვის ქალთან, სადაც მას ვნებით, სიყვარულით და ამავე დროს, დამამცირებლად ეპყრობიან. ფილმის ბოლოს ირეალურ სამყაროს რეალობა ცვლის და მთავარი გმირი ქალი ოთხივე ბიჭზე შურს იძიებს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.