მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


კაცი საელჩოდან (2006)
ამ გვერდს გაეცნო 10786 სტუმარი
მხატვრული ფილმი, დრამა, 10 ნაწილი (98 წთ.)
სტუდია ”სანგუკო”, კ/ს ”ტატფილმი” (გერმანია) 
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით
შეჩერებულია ფილმის ჩვენება

დამდგმელი რეჟისორი: დიმიტრი (დიტო) ცინცაძე
სცენარის ავტორები: დიმიტრი (დიტო) ცინცაძე, ზაზა რუსაძე
დამდგმელი ოპერატორი: ბენედიქტ ნოიენფელზი
დამდგმელი მხატვრები: ვაჟა ჯალაღანია, ალექსანდრე შერერი
მემონტაჟე: კატია დრინგენბერგი
მონაწილეობენ: ბურგჰარტ კლაუსნერი (ჰერბერტ ნოიმანი), ლიკა მარტინოვა (საშკა), მარიკა გიორგობიანი (ნანა), ირმ ჰერმანი (ფრაუ სპეკი), როლანდ სჩოფერ (ამბასადორი), მალხაზ ქვრივიშვილი (ნუკრი), დემეტრე (დუტა) სხირტლაძე (ანზორი), დავით იაშვილი (ოთარი), გიო მგელაძე (ნიკო), თეიმურაზ (თემიკო) ჭიჭინაძე, გიორგი გურგულია, დიმიტრი (დიტო) ცინცაძე, გიორგი ბუბაშვილი, ზურა გოგოლაძე, არტურ საფარიანი, ლუისა ვაილენკო, ალექსანდრე (სანდრო) ჩიქოვანი
პროდიუსერები: გურამ (გუკა) რჩეულიშვილი, კრისტინე რუპერტი
 

ჰერბერტ ნოიმანი ფინანსურ მრჩევლად მუშაობს გერმანიის საელჩოში საქართველოში. მოსაბეზრებელი ოფისიდან დაბრუნების შემდეგ ცდილობს გაექცეს მოწყენილობას. საელჩოს თანამშრომელ ნანასთანაც კი, რომელთანაც ფარული რომანი აქვს, ვერ აღწევს თავს აუტანელ მარტოობას. ჰერბერტის მონოტონური ცხოვრება მაშინ მთავრდება, როცა ის ცამეტი წლის გოგონას ხვდება ბაზარში. შემთხვევითი ნაცნობოა ნამდვილ მეგობრობად გადაიქცევა. თუმცა საზოგადოებაში ეჭვი ჩნდება, რომ საელჩოს თანამშრომელსა და ქუჩის ბავშვს შორის ურთიერთობა მხოლოდ მეგობრობით არ შემოიფარგლება.

ფესტივალები და პრიზები:
  • ბურგჰარტ კლაუსნერი – მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, ლოკარნოს საერთაშორისო ფილმების ფესტივალი (2006).

  • საუკეთესო სცენარი, საერთაშორისო ფილმების ფესტივალი, მარდე პლატა, არგენტინა (2007).

  •  
    

    .

    Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.