მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


გატაცება (2002)
ამ გვერდს გაეცნო 6140 სტუმარი
მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, 2 ნაწილი (12 წთ.), DV 

დამდგმელი რეჟისორი: გიორგი ხარებავა
სცენარის ავტორი: გიორგი ხარებავა
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი ხარებავა
დამდგმელი მხატვარი: გიორგი ბაღათურია
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: გიორგი ხარებავა
მემონტაჟე: გიორგი ხარებავა
მონაწილეობენ: ნიკოლოზ (ნიკა) წერედიანი, სოფიკო ავალიშვილი, გურამ გუჯეჯიანი, კახა ჭოლაძე, კახაბერ ყაფლანიშვილი, ედიშერ მიქაბერიძე
პროდიუსერი: გიორგი ხარებავა
მუსიკა: ნინო ქათამაძე და ჯგუფი "ინსაიდი"
 

შეყვარებული ბიჭი თავის მეგობრებთან ერთად მსუბუქი მანქანით გოგოს მოსატაცებლად მიდის. მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელიც კი არ იცის, იმედი აქვს, რომ გოგონა მას შეიყვარებს და ცოლად გაყვება. მოულოდნელად ირკვევა, რომ მოტაცებული ქალი გათხოვილია და უკვე ორი შვილის დედაა. მეგობრების წინაშე უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი "შეყვარებული" თავისას არ იშლის და სთხოვს ქალს, მიატოვოს ყველაფერი და მას გაყვეს ცოლად. უცნაური თავგადასავლების შემდეგ გამტაცებლები ქალს სახლში აბრუნებენ.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.