მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ნუცას სკოლა (2000)
ამ გვერდს გაეცნო 15589 სტუმარი
სატელევიზიო მხატვრული ფილმი, დრამა, 11 ნაწილი (105 წთ.)
სს "ქართული ფილმი", კომპანია ”ქართული ტელეფილმი” 
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით
შეჩერებულია ფილმის ჩვენება

დამდგმელი რეჟისორი: მერაბ კოკოჩაშვილი
სცენარის ავტორი: მერაბ კოკოჩაშვილი
დამდგმელი ოპერატორი: დავით გუჯაბიძე
დამდგმელი მხატვრები: გიორგი (გოგი) ტატიშვილი, გოჩა მაისურაძე, კოტე ჯაფარიძე
კომპოზიტორი: ვახტანგ კახიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: გურამ გოგუა
მემონტაჟეები: გულნარა (გულიკო) ომიაძე, ვერა შიშმაკოვა–ნიკოლაძე
მონაწილეობენ: კახი კავსაძე (მღვდელი), ზაზა პაპუაშვილი (ნიკა), გოგოლა კალანდაძე, მარინე ჭიჭინაძე, ბექა ქავთარაძე (არსენა), თამარ სხირტლაძე (ნიკას დედა), დავით დვალიშვილი (კაკო), სოფიკო ჭიაურელი (მასწავლებელი), თამარ მამულაშვილი, დავით ხახიძე, ნინო კობერიძე (მაგდა), ვასილ ბახტაძე (პედრო)
 

ადრე დაქვრივებული ნიკა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წინაპართა სამემკვიდრეო მამულს დაიბრუნებს და იქ უნარშეზღუდული ბავშვებისთვის, ისეთებისთვის, როგორიც მისი ქალიშვილია, სკოლას მოაწყობს. სიყვარულსა და სიკეთეზე დაფუძნებული სკოლა მალე გასაოცარ შედეგს იძლევა, მაგრამ გლეხები, რომლებსაც მითვისებული ჰქონდათ ნიკას წინაპრების მამული, "იდიოტების" სოფლიდან გაძევებას მოითხოვენ. ნიკა იძულებული ხდება სკოლის დასაცავად ხელში იარაღი აიღოს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.