მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


გაჭედილები (ენკი–ბენკი) (2003)
ამ გვერდს გაეცნო 12300 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 8 ნაწილი (80 წთ.), Video
ეროვნული კინოცენტრი 
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით
შეჩერებულია ფილმის ჩვენება

დამდგმელი რეჟისორი: ყარამან (გუგული) მგელაძე
სცენარის ავტორი: ყარამან (გუგული) მგელაძე
დამდგმელი ოპერატორი: მიხეილ მაღალაშვილი
დამდგმელი მხატვარი: გივი გიგაური
კომპოზიტორი: გოგი ძოძუაშვილი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ზეზვა ფოჩხიძე
მემონტაჟე: გიორგი (გოგა) მჭედლიშვილი
მონაწილეობენ: ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურანდა გაბუნია, გივი სიხარულიძე, ბიძინა ჩხეიძე, ედიშერ მაღალაშვილი (კინემატოგრაფიის მინისტრი), თამაზ თოლორაია, აბესალომ ლორია
პროდიუსერები: რაჟიკო ნიკოლეიშვილი, ყარამან (გუგული) მგელაძე
 

ფილმი თითქმის ავტობიოგრაფიულია და გასული საუკუნის ბოლოს საქართველოში არსებულ მდგომარეობას უკავშირდება. ხელოვნება აღარავის აინტერესებს, მთავარ ღირებულებად ფული იქცა. ცნობილ კინორეჟისორს, რომელიც ფილმის გადაღებაზე ოცნებობს, დაესიზმრება, თითქოს კინოს გულშემატკივარი საზოგადოება მისი ფილმის გადასაღებად თანხას გაიღებს. ბოლოს და ბოლოს სპონსორიც გამოჩნდება, მაგრამ გულუბრყვილო ხელოვანის სახელით ყალთაბანდი ისარგებლებს და, ვითომ ფილმის გადასაღებად, მდიდარ საქმოსანს ფულს დასტყუებს, რეჟისორის ოცნება ოცნებად დარჩება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.