მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


მიდიოდა მატარებელი (2005)
ამ გვერდს გაეცნო 34641 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 8 ნაწილი (77 წთ.)
სს "ქართული ფილმი", ეროვნული კინოცენტრი 
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით
შეჩერებულია ფილმის ჩვენება

დამდგმელი რეჟისორი: გიორგი შენგელაია
სცენარის ავტორები: ბიძინა კალანდაძე, გიორგი შენგელაია
დამდგმელი ოპერატორი: ნუგზარ ნოზაძე
დამდგმელი მხატვარი: ნიკოლოზ (ნიკუშა) შენგელაია
კომპოზიტორი: ნიკა მემანიშვილი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: პაატა გოძიაშვილი
მემონტაჟე: პაატა გოძიაშვილი
მონაწილეობენ: კახი კავსაძე (ლენსტაბერი), ზაზა პაპუაშვილი (ენვერი), ნანკა კალატოზიშვილი (ნატო), რამაზ ჩხიკვაძე (პანტელეიმონი), ზურაბ ყიფშიძე (გენო, პოეტი), გივი ბერიკაშვილი (მანდო, რამკიანი ქურდი), გიორგი (გოგა) პიპინაშვილი (ვართანა), კახა აბუაშვილი (კაბუ), ბაადურ წულაძე (მგზავრი), გივი (გურამ) ფირცხალავა (სამხედროს უფროსი), ტრისტან სარალიძე (სამხედრო ოფიცერი), გურამ საღარაძე (ოთარი, მწერალი), ნანული სარაჯიშვილი (ზეინაბი), რუსლან მიქაბერიძე (ნიკოლოზი), ლაურა რეხვიაშვილი (ქეთევანი), მიხეილ (უმც) ჯოჯუა (ჯუდუ ბიძია), პაატა მოისწრაფიშვილი (ზურა), მარინა ალექსანდროვა (ზინა, მატარებლის გამცილებელი), ქეთი ცხაკაია (ვართანას ცოლი), მაკა შალიკაშვილი (პანტელეიმონის საყვარელი), ნატო (ნატუკა) გულისაშვილი (პანტელეიმონის საყვარელი), გეგი ფალიანი (პოლიციელი), ბესო ბარათაშვილი (მატარებლის მემანქანე), ბაჩო დოღონაძე (მემანქანის თანაშემწე), ეკა ქართველიშვილი (იტალიელი იმპრესარიო), გიორგი (გია) კორკოტაშვილი (მდევარი)
პროდიუსერი: ზურაბ მაღალაშვილი
 

მატარებელი თბილისიდან ბათუმში მიდის. მეისრის შეცდომის გამო მატარებელი ბათუმის ნაცვლად ჯერ აფხაზეთის საზღვარზე აღმოჩნდება, შემდეგ კი ჭიათურაში. ამ მატარებლით მიემგზავრებიან ათასი ჯურის აფერისტები. ყველას თავისი თავგადასავალი აქვს. ეს არის ჩვენი უახლოესი წარსულის ამბავი, როდესაც საქართველოში გამეფებული იყო კორუფცია, ცხოვრების სტილი იყო მომხვეჭელობა, უკანონოდ ფულის კეთება, გადასახადების გადამალვა, ერთმანეთის გადაგდება და სხვა.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.