მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ანგელოზის გადაფრენა (2000)
ამ გვერდს გაეცნო 10387 სტუმარი
მხატვრული ფილმი, დრამა, 8 ნაწილი (75 წთ.)
სტუდია "ნოე", სს "ქართული ფილმი" 

დამდგმელი რეჟისორი: ნოდარ მანაგაძე
სცენარის ავტორები: ამირან ჭიჭინაძე, ნოდარ მანაგაძე
დამდგმელი ოპერატორი: ლერი მაჩაიძე
დამდგმელი მხატვარი: ჯემალ მირზაშვილი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ზურაბ ნადარაია
მონაწილეობენ: ნინო (ნუცა) მაისურაძე, გვანცა მაისურაძე, ამირან ჭიჭინაძე, ნინო ქორიძე, დიმიტრი ჯაიანი, თემურ ბიჭიაშვილი, ზურაბ აბზიანიძე, ლიანა ხოშტარია
პროდიუსერი: ნოდარ მანაგაძე
 

ფილმში ასახულია ქვეყნის მდგომარეობა, სადაც ძველი დაინგრა, ახალი კი არ აშენებულა. უკეთესი ცხოვრების პოვნის იმედით საზოგადოების ნაწილი ქვეყნიდან გამგზავრებას აპირებს. ვაგზლის შენობაში ათასი ჯურის ადამიანი ირევა. მატარებელი არ ჩანს. ირგვლივ ქაოსი და განუკითხაობაა. სიტუაციას აბსურდული მკვლელობების სერია ამძაფრებს, ისედაც დაძაბულ ხალხს შიში ეუფლება. ტყუპები გოგონები – ნუცა და გვანცა – ჩუმად აკვირდებიან ყველაფერს. იმედიც მათშია...

ფესტივალები და პრიზები:
  • პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის - სლავი და მართლმადიდებელი ხალხების საერთაშორისო კინოფესტივალი "ოქროს რაინდი", ტამბოვი (2001).

  •  
    

    .

    Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.