მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


რუსული სამკუთხედი (2007)
ამ გვერდს გაეცნო 11963 სტუმარი
მხატვრული ფილმი, დეტექტივი, 13 ნაწილი (123 წთ.)
სტუდია "რემკა" 

დამდგმელი რეჟისორი: ალექსანდრე (ალეკო) ცაბაძე
სცენარის ავტორი: ალექსანდრე (ალეკო) ცაბაძე
დამდგმელი ოპერატორები: გიორგი ბერიძე, არჩილ ახვლედიანი
დამდგმელი მხატვრები: გიორგი (გოგი) ტატიშვილი, კოტე ჯაფარიძე
კომპოზიტორი: ვახტანგ კახიძე
მონაწილეობენ: კონსტანტინე ხაბენსკი (დენის მალცევი), პიოტრ მირონოვი (ვიქტორ ალიოშინი), არტიომ ტკაჩენკო (იურისტ-პრაქტიკანტი), ოსტაპ სტუპკა (კაპიტანი შაკალსკი), რამილ საბიტოვი (მუსა), ინა ბელიკოვა
პროდიუსერები: ლევან კორინთელი, არჩილ გელოვანი
 

ფილმის მთავარი გმირები არიან ჩეჩნეთის ომის მსხვერპლნი, მრავალმინიონიან ქალაქში დაკარგულები. ამ მეგაპოლუსში უცნაური მკვლელობების სერია იწყება. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი კოლია ვორონცოვი გამოძიებას მკვლელი სნაიპერის კვალზე გაჰყავს. ეს ვიქტორ ალიოშინია წარსულში ჩეჩნეთის ერთ-ერთი სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. გროზნოს დაბომბვისას ფეხმძიმე ცოლის დაღუპვის შემდეგ ალიოშინი ისლამს იღებს და ჩეჩენ ბოევიკებს უერთდება. ომი სულ ახალ-ახალ მსხვერპლს მოითხოვს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.