მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


გრაციოზო (1988)
(სამი ნოველა)
ამ გვერდს გაეცნო 9296 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მელოდრამა, 6 ნაწილი, 1477 მეტრი (54 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: არმაზ ბურნაძე
სცენარის ავტორები: არმაზ ბურნაძე, ნუგზარ შატაიძე
დამდგმელი ოპერატორი: დუდარ მარგიევი
დამდგმელი მხატვარი: გია ლაფერაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ნუცა შოშიტაიშვილი
მემონტაჟე: ეთერ თავაძე
მონაწილეობენ: კარლო საკანდელიძე, ვალერიან იაშვილი, თამარ სხირტლაძე, ოთარ ყიფიანი, ალექსანდრე ჩივაძე, რამაზ შენგელია, ვლადიმერ გუცაევი, სოსო სალარიძე, ირაკლი ჭიჭინაძე, გურამ ლორთქიფანიძე, ლია გუდაძე, გივი (გურამ) ფირცხალავა, ქეთო სმოიანი, ფატი გიორგაძე, დათო შიოლაშვილი, დავით ქუთათელაძე, საბა პაპაშვილი
მუსიკალური გაფორმება: გ. თუშიშვილისა
 

თედო: ქართულ ჭიდაობაზე ფანატიკურად შეყვარებული თედო სოფლის სპორტული შეჯიბრებების ორგანიზატორია. შერკინების დროს დახეულ ჩოხებს საკუთარი ხელით აკერებს, აწესრიგებს. ერთი თვისება აქვს – ემოციას ვერ იკავებს, მსაჯობაში ერევა, მღელვარებისგან გულიც კი უხდება ცუდად. შეჯიბრზე რომ არ მივიდეს და მსაჯებს ხელი არ შეუშალოს, თედოს სამკურნალოდ დაწოლას აიძულებენ, მაგრამ საავადმყოფოდან გამოიპარება და ჭიდაობას კრიტიკულ მომენტში მიუსწრებს.
გრაციოზო: ხალხით სავსე სტადიონი გუგუნებს. თბილისის დინამოსა და ლივერპულის გუნდები ულამაზეს ფეხბურთს თამაშობენ. ანგარიშით 3:0 თბილისის დინამო იმარჯვებს. თამაშით აღფთოვანებულ დირიჟორს შვილიშვილის ხმა გამოაფხიზლებს. ცარიელ სტადიონზე მჯდომი სინანულით აღმოაჩენს, რომ ნანახი მხოლოდ მის მეხსიერებას შემორჩენილი წარსულის მოგონება ყოფილა.
არაახალგაზრდა თ.დ.-ს ვნებანი: ცხელა. პურის მაღაზიის ცარიელ დახლთან მდგომი გამყიდველი მყიდველებს უარით ისტუმრებს. მაღაზიაში ძაღლი შემოვა, კბილებით ცარიელი ჩანთა უჭირავს, გაავებული ყეფით გამყიდველს ერთადერთი გადანახული პურის ჩანთაში ჩადებას აიძულებს. ძაღლის შემდეგ გამყიდველის ახლობელი ქალი გამოჩნდება. გამყიდველს პური აღარ აქვს, რომ მისი გული მოიგოს. წაკამათდებიან. უკმაყოფილო ქალი წავა... ასეთია პატარა კაცის პატარა ვნებები.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.