მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


საერთო კედელი (1972)
(კინოალმანახიდან "თბილისი და თბილისელები")
ამ გვერდს გაეცნო 8878 სტუმარი
მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო მხატვრული ფილმი, კომედია, 2 ნაწილი, 575 მეტრი (21 წთ.)
სს "ქართული ფილმი"
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1972 წელს 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: ნოდარ მანაგაძე
სცენარის ავტორი: ერლომ ახვლედიანი
დამდგმელი ოპერატორი: იგორ ამასიისკი
დამდგმელი მხატვარი: შოთა გოგოლაშვილი
კომპოზიტორი: ნუგზარ ვაწაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვილჰელმ გოგიჩაიშვილი
მემონტაჟე: ნუნუ შავგულიძე
მონაწილეობენ: ბაადურ წულაძე, ნანა მუქერია, დავით პაპუაშვილი
 

სხვადასხვა სადარბაზოში მცხოვრები, საერთო კედლით გამიჯნული მეზობლები ერთმანეთს მოსვენებას არ აძლევენ. ერთის პიანინოზე დაკვრა მეორეს აღიზიანებს და მის გასაჩუმებლად კედელს გამუდმებით მუშტებს უბრახუნებს. გარეთ მეზობლები ერთმანეთს გულითადად ესალმებიან, მალე დამეგობრდებიან კიდეც. ერთხელ ერთად გაისეირნებენ, ბარშიც შეივლიან. სახლში დაბრუნებულები მეზობლის ბინიდან კვლავ შემაწუხებელ ხმებს რომ გაიგონებენ, ხელში რაც მოხვდებათ, ყველაფერს საერთო კედელს დაუშენენ. კედელი გაინგრევა და მეგობრები ერთმანეთს აღმოაჩენენ.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.