მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ჩემი დეიდა დუდუ (ექსკურსია) (1984)
ამ გვერდს გაეცნო 8345 სტუმარი
მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო მხატვრული ფილმი, კომედია, 3 ნაწილი, 958 მეტრი (35 წთ.)
კომპანია ”ქართული ტელეფილმი”
პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1984 წელს 

დამდგმელი რეჟისორი: ეთერ პაპუნაშვილი
სცენარის ავტორები: ვალენტინა კლიკოვა, ეთერ პაპუნაშვილი
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე ალეშნიკოვი
დამდგმელი მხატვარი: გიორგი (გოგი) ქუთათელაძე
კომპოზიტორი: იოსებ (სოსო) ბარდანაშვილი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: იმერი მანჯგალაძე
მემონტაჟე: ლალი კოლხიდაშვილი
მონაწილეობენ: გია აბესალაშვილი (ნიკუშა), დავით აფციაური (ნუკრი), გია ბადრიძე (გეიდარი), ზეინაბ ბოცვაძე (დუდუხანა), მარინა გაგნიძე (მეგი), შალვა გედევანიშვილი (ნიკოლოზი), ოლია ჯანიაშვილი (მერი), ნინო კალანდაძე (თეონა), ირინა კვირიკაძე (ეკა), ეკატერინე მჭედლიძე (ესტერონი), სოფია მინდაძე (მედეა), ირინე ნატროშვილი (ქეთინო), ინგა ფერაძე (დოდო დეიდა)
 

ხანდაზმული, მარტოხელა მანდილოსნის, დეიდა დუდუს უანგარო მეგობრობა ახალგაზრდა ვაჟთან ამ უკანასკნელის მშობლებს ძალიან აღიზიანებს. ამ ნიადაგზე შვილთან წარმოშობილი სერიოზული უთანხმოების გამოსასწორებლად ისინი მოულოდნელად გარდაცვლილი დეიდა დუდუს დაკრძალვას იკისრებენ. ვაჟი სამგლოვიარო პროცესიას სოფელში გაიტაცებს და მიცვალებულს ბუნების წიაღში მიაბარებს მიწას.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.