მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


მშვენიერი კოსტუმი (1973)
ამ გვერდს გაეცნო 10956 სტუმარი
სატელევიზიო მხატვრული ფილმი, კომედია, 4 ნაწილი, 957 მეტრი (40 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 

დამდგმელი რეჟისორი: ლიანა ელიავა
სცენარის ავტორი: ლიანა ელიავა
დამდგმელი ოპერატორი: იგორ როგაჩევსკი
დამდგმელი მხატვრები: ამირ კაკაბაძე, გიორგი (გოგი) მიქელაძე
კომპოზიტორი: ალექსანდრე რაქვიაშვილი
მემონტაჟე: გულნარა (გულიკო) ომიაძე
მონაწილეობენ: შალვა შენგელია (გაიოზ ჭიჭინაძე), ივანე ხორგუაშვილი (დუდა), მევლუდ კუპატაძე (უჩა), ლიკა ქავჟარაძე (ელისო), დავით ქობულოვი (ქობულაშვილი) (დავითი, ელისოს პაპა), გურამ ნიკოლაიშვილი (მკერავი), ლევან (ლეო) სოხაშვილი (ლეო), ზოზო (იასონ) ბაქრაძე, ამირან ამირანაშვილი, შოთა გაბელაია, აბრეკ ფხალაძე, ალექსანდრე ჯაკობია, ოლია ჯანიაშვილი, ს. საძაგლიშვილი, მ. მონავარდიშვილი, გიორგი ჟუჟუნაშვილი

გადაღებულია ამერიკელი მწერლის რეი ბრედბერის მოთხრობის მიხედვით.
 

პროფტექნიკური სასწავლებლის საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ სამ ხელმოკლე სტუდენტს პაემანზე წასასვლელად ხეირიანი ტანსაცმელი არა აქვს. ბიჭები საზიაროდ თეთრ კოსტიუმს შეიძენენ. კოსტიუმი ფათერაკიანი აღმოჩნდება – რამდენჯერაც ჩაიცვამენ, იმდენჯერ კურიოზულ ვითარებაში აღმოჩნდებიან. თავგადასავლების მიუხედავად, კოსტიუმი პეწს შეინარჩუნებს, ახალგაზრდები კი – მეგობრობას.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.