მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ლურსმანი ჩექმაში (1931)
ამ გვერდს გაეცნო 6812 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 6 ნაწილი, 1450 მეტრი (53 წთ.)
სს "სახკინმრეწვი" 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: მიხეილ კალატოზიშვილი
სცენარის ავტორი: ლეონიდ პერელმანი
დამდგმელი ოპერატორი: შალვა აფაქიძე
დამდგმელი მხატვარი: სერაფიონ ვაწაძე
მონაწილეობენ: ალექსანდრე ჯალიაშვილი (მუშა), სიკო ფალავანდიშვილი (წითელარმიელი), აკაკი ხორავა (პროკურორი), არკადი ხინთიბიძე (ბრონირებული მატარებლის უფროსი)

იგავის ფორმით შექმნილი სააგიტაციო-პროპაგანდისტული ფილმი თემაზე "წუნმკეთებლები – თავდაცვის მავნებლები!"

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული კინოცენტრის კინომემკვიდრეობის დაცვის განყოფილებამ, იუნესკოს მონაწილეობის პროგრამის ფარგლებში მოპოვებული გრანტის დახმარებით, დაამზადა ფილმის ახალი ასლი.
ფილმი პირველად დიდ ეკრანზე ნაჩვენები იქნა 2008 წლის 10 დეკემბერს თბილისის მე-9 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში.
 

უვარგისი ჩექმების გამო მანევრების დროს მუშა ვერ ასწრებს მნიშვნელოვანი შეტყობინების გადაცემას და პირობითი თავდასხმისას ჯავშანმატარებლის ჯგუფი "იღუპება". გმირი მსჯავრდებულთა სკამზე აღმოჩნდება, მაგრამ როგორც ირკვევა, ტრიბუნალი თავად არის დამნაშავე: მის რიგებში "დაღუპული" ჯავშანმატარებლის ჯგუფია, რომელშიც წუნიანი ჩექმების დამამზადებელი მეწაღეები შედიან.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.