მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ჟამი (1994)
ამ გვერდს გაეცნო 7155 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 7 ნაწილი, 1915 მეტრი (70 წთ.)
სს "ქართული ფილმი", სტუდია "სხივი" 

დამდგმელი რეჟისორი: ზაზა (როინ) ილურიძე
სცენარის ავტორი: ზაზა (როინ) ილურიძე
დამდგმელი ოპერატორები: არჩილ ახვლედიანი, მიხეილ მაღალაშვილი, რევაზ ცხოვრებაძე
დამდგმელი მხატვრები: გია ლაფერაძე, ბორის ცხაკაია
კომპოზიტორი: ზურაბ ნადარაია
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: გარი კუნცევი
მემონტაჟე: მარინა კოლხიდაშვილი
მონაწილეობენ: ნუგზარ ყურაშვილი, გივი (გურამ) ფირცხალავა, მალხაზ გორგილაძე, ედიშერ მაღალაშვილი, იაგო მაისურაძე, იოსებ ურუშაძე, ნოდარ მგალობლიშვილი, ლეო (ლევან) ფილფანი, ვლადიმერ (ლადო) მექვაბიშვილი, ფატი გოგორიშვილი, ნ. ჟოგოლევა, ლია სულუაშვილი

გადაღებულია თამაზ ბიბილურის რომანის "ჟამი კითხულისას" მიხედვით.
 

სოფლის თავკაცის ანუ "კითხულის" მოვალეობა მემკვიდრეობით გადაეცემა. ღვიძლი შვილის გარდა კითხულს შვილობილიც ჰყავს, რომელიც ბერებთან სასულიერო ცხოვრებისთვის არის გამწესებული. სოფლის მართვის სადავეს გაურკვეველი წარმომავლობის ხიზანი ჩაიგდებს ხელში და ხალხზე გაბატონდება. ავი ჟამი დადგება. კითხულის ვაჟი და გაზრდილი – ერი და ბერი – უცხოს შეუტევენ, სოფელს გაათავისუფლებენ, თვითონ კი ბოროტებასთან ბრძოლას შეეწირებიან.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.