მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ათოვდა ზამთრის ბაღებს (1984)
ამ გვერდს გაეცნო 19869 სტუმარი
სატელევიზიო მხატვრული ფილმი, 2 სერია, 15 ნაწილი, 3967 მეტრი (145 წთ.)
კომპანია ”ქართული ტელეფილმი” 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილი
სცენარის ავტორები: გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილი, დავით აგიაშვილი, კარლო კობერიძე, დევი ივანოვ-ჩიქოვანი, ნოდარ თარხნიშვილი
დამდგმელი ოპერატორები: ტრისტან კანდელაკი, ნოდარ ნამგალაძე
დამდგმელი მხატვარი: ნოდარ ბადურაშვილი
კომპოზიტორი: გია ყანჩელი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: გარი კუნცევი
მემონტაჟეები: ეთერ ბურდული, ნელი ქრისტესაშვილი
მონაწილეობენ: ირაკლი ხიზანიშვილი, ჯემალ კახნიაშვილი (ამირანი), ზაქარია (ზაზა) კოლელიშვილი (აჩიკო), ლაურა რეხვიაშვილი (მარო), ნანა ანდრონიკაშვილი (თამრო), ირინე მიქატაძე (თინიკო), პანტო თათარაიძე (ლუკა), ჰენრიეტა ყიფიანი (მარიამი), გიორგი პაპოშვილი (პეტრე), ნინო მამულაშვილი (ნადია), გიორგი მამუჩიშვილი (იორამი), ზურაბ ნიჟარაძე (ლექტორი), დოდო გვასალია (დოდო), ივანე იანტბელიძე, შ. გეთიაშვილი, ზურაბ ანთელავა
პროდიუსერი: ვალერი დონღუზაშვილი
 

ფილმის გმირი, ახალგაზრდა მხატვარი, თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი, შემოქმედებითი ძიებისა და ხელოვნებაში საკუთარი გზის არჩევანის წინაშე დგას. ყოველივე ეს იმისკენ უბიძგებს, რომ მიატოვოს აკადემია და მშობლიურ სოფელში დაბრუნდეს. ყოველდღიური კონტაქტი სოფლელებთან, მათ სულიერ სამყაროში წვდომა თანდათან უღვივებს რწმენას, რომ სწორად აირჩია პროფესია და იპოვა თავისი დანიშნულება. ფილმის მეორე გმირი – ხელოსანი, მრავალშვილიანი ოჯახის მამა, მხატვრისაგან განსხვავებით, დარწმუნებულია თავის თავში, მყარად დგას მიწაზე და თავისი ოპტიმიზმით სულიერ წონასწორობას უბრუნებს მეგობარს.

ფესტივალები და პრიზები:
  • გარდამავალი პრიზი წლის საუკეთესო ფილმისათვის, ქ. თბილისი (1984).

  • მეხუთე რესპუბლიკური კინოფესტივალის პრიზი საუკეთესო მხატვრული ტელეფილმისათვის, ქ. ცხინვალი (1985).

  •  
    

    .

    Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.