მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


სიყვარული, ივერია და... (1975)
ამ გვერდს გაეცნო 21406 სტუმარი
სატელევიზიო მხატვრული ფილმი, მუსიკალური, 8 ნაწილი, 2189 მეტრი (80 წთ.)
კომპანია ”ქართული ტელეფილმი” 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: ზაალ კაკაბაძე
სცენარის ავტორი: ზურაბ რცხილაძე
დამდგმელი ოპერატორები: ნოდარ ნამგალაძე, ტრისტან კანდელაკი
დამდგმელი მხატვარი: მალხაზ კუხაშვილი
კომპოზიტორი: ალექსანდრე ბასილაია
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: მერაბ გვანცელაძე
მემონტაჟე: ციური კობერიძე
მონაწილეობენ: ზურაბ ნარმანია, ლიკა ქავჟარაძე, ლეილა ძიგრაშვილი, ნოდარ ფირანიშვილი, ოთარ სანდომისაშვილი, ალექსანდრე ბასილაია, ლუიზა კობალაძე, ლილი ზღვაური, თეიმურაზ წიკლაური, ვახტანგ ტატიშვილი, თენგიზ ჩხეიძე, ზურაბ ცისკარიძე, ნუგზარ კვაშალი, ჯემალ ბაღაშვილი, ზურაბ ლალიაშვილი, გოჩა ლორია
პროდიუსერი: ტრისტან თვარაძე
ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლი ”ივერია”
 

ლიკას და ზურას უყვართ ერთმანეთი, მაგრამ ლიკას მშობლები წინააღმდეგნი არიან. შეყვარებულები გადაწყვეტენ დახმარება სთხოვონ ანსამბლ "ივერიის" წევრებს. მათი აზრით, ვინაიდან მშობლებს "ივერია" ძალიან უყვართ, ისინი მუსიკოსებს უარს ვერ ეტყვიან. მრავალი თავგადასავლის შემდეგ მომღერლები ატარებენ კონცერტს ბიჭვინთაში, სადაც ლიკას მშობლები ისვენებენ. კონცერტის დროს ლიკა და ზურიკო ასრულებენ სიმღერას "ზღაპარი სიყვარულისა". შესანიშნავი შესრულება, ნორჩი წყვილის სილამაზე და ანსამბლ "ივერიის" შუამდგომლობა, ლიკას მშობლებს გულებს მოულბობენ.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.