მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


მზიური (1973)
ამ გვერდს გაეცნო 21775 სტუმარი
სატელევიზიო მხატვრული ფილმი, მუსიკალური, 8 ნაწილი, 2189 მეტრი (80 წთ.)
კომპანია ”ქართული ტელეფილმი” 

დამდგმელი რეჟისორი: ზაალ კაკაბაძე
სცენარის ავტორები: ნუნუ გუნიავა, დავით ჩუბინიშვილი, ზაალ კაკაბაძე
დამდგმელი ოპერატორები: გივი მელქაძე, გიორგი ბარნოვი (ბარნაველი)
დამდგმელი მხატვარი: მიხეილ ბახანოვი
კომპოზიტორი: გურამ ბზვანელი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: მერაბ გვანცელაძე
მემონტაჟე: ციური კობერიძე
მონაწილეობს: გოგა ფიფია
პროდიუსერი: აისედორა მერგელოვა
ანსამბლი: მზიური
 

მიმდინარეობს მსოფლიო პირველობა ნიჩბოსნობაში. საბჭოთა კავშირის ნაკრები ჩემპიონი ხდება. გუნდის კაპიტანი ქართველია – ნიკურაძე, რომელსაც საკავშირო პიონერული ორგანიზაცია აჯილდოებს საგზურით – მან პიონერთა რაზმი უნდა წაიყვანოს არტეკში.
ნიკურაძე ელის, რომ პიონერები სპორტსმენები იქნებიან და როგორია მისი აღშფოთება, როდესაც სპორტსმენების მაგივრად მუსიკალური ანსამბლი, თანაც გოგონების, შერჩება. ბევრი კომედიური სიტუაციის შემდეგ, ანსამბლი და მისი ხელმძღვანელი დამეგობრდებიან: ნიკურაძე შეიყვარებს მუსიკას, ხოლო გოგონები – სპორტს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.