მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ცარიელი სივრცე (2001)
ამ გვერდს გაეცნო 16230 სტუმარი
სატელევიზიო მხატვრული ფილმი, დრამა, 10 ნაწილი (98 წთ.)
კომპანია ”ქართული ტელეფილმი” 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: როლანდ (მიხო) ბორაშვილი
სცენარის ავტორები: თამაზ მამულაშვილი, როლანდ (მიხო) ბორაშვილი
დამდგმელი ოპერატორი: იგორ კრეპსი
დამდგმელი მხატვარი: თენგიზ ქართველიშვილი
კომპოზიტორი: იაკობ ბობოხიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: მადონა თევზაძე
მემონტაჟე: მადონა ლომიძე
მონაწილეობენ: შოთა ქრისტესაშვილი, ხათუნა იოსელიანი, დავით იაშვილი, ვალერიან კვაჭაძე, ნინო ლორია, გიორგი (გოგა) პიპინაშვილი, ნიკოლოზ (ნიკა) თავაძე, გიორგი (გოგა) გორგასანიძე, ზვიად თავაძე, ბერტა ხაფავა, თენგიზ პაპიძე, თენგიზ ქართველიშვილი
 

ფილმის მთავარი პერსონაჟი აფხაზეთის ტრაგედიის მონაწილეა, რომელმაც საქართველოს მთლიანობის დაცვის ნაცვლად ნაალაფარი დააგროვა, რუსეთს შეაფარა თავი და სამი წლის შემდეგ დაბრუნდა თბილისში, როგორც ნარკობიზნესის წარმომადგენელი. მისი ოჯახისა და მისი ყოფილი თანამებრძოლების ყოფის ფონზე ფილმში იქმნება სახელდაურქმეველი ომით დაღდასმული საზოგადოების სოციალური და მორალური სახე.

ფესტივალები და პრიზები:
  • დსთ და ბალტიისპირეთის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალი ”კინოშოკი”-ს პრიზი (ანაპა) (2001).

  • პრიზი ”ოქროს რაინდი” მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალი (რუსეთი) (2002).

  • საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი, აშდოდი (ისრაელი) (2005).

  •  
    

    .

    Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.