მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


სპირალი (1990)
ამ გვერდს გაეცნო 30159 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 4 სერია, 34 ნაწილი, 9028 მეტრი (330 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: გიული ჭოხონელიძე
სცენარის ავტორები: ვაჟა გიგაშვილი, გურამ ფანჯიკიძე
დამდგმელი ოპერატორები: აბესალომ მაისურაძე, ნუგზარ ნოზაძე
დამდგმელი მხატვარი: ირინე ქურთიშვილი
კომპოზიტორი: თეიმურაზ ბაკურაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: გარი კუნცევი
მემონტაჟე: როზა ჯიკაევა
მონაწილეობენ: ლევან უჩანეიშვილი (რამაზ კორინთელი), ოთარ მეღვინეთუხუცესი (დავით გიორგაძე), გიული ჭოხონელიძე (ზურაბ თორაძე), ედიშერ მაღალაშვილი (ოთარ კახიშვილი), ლია ელიავა (ანა გიორგაძე), ია ფარულავა (მარინე დვალი), ლიკა ქავჟარაძე (ლია რამიშვილი), მარიკა გიორგობიანი (ინგა კორინთელი), თამარ ჭოხონელიძე (მაკა ლანდია), თეა დუდუჩავა (ლალი), გია ლეჟავა (სოსო შადური), გივი სარჩიმელიძე (ვარლამი), გივი (გურამ) ფირცხალავა (რომან გუგავა), გივი თოხაძე (გივი ნაკაშიძე), თენგიზ არჩვაძე (მღვდელი), გურამ საღარაძე (რექტორი), ირაკლი ფრუიძე (გოგი ლომიძე), იური კატინ-იარცევი (მატვეევი), რეზო ჩხიკვიშვილი, ირაკლი კავსაძე (დათო გიორგაძე)

გადაღებულია გურამ ფანჯიკიძის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით.
 

ექსტრემალურ სიტუაციაში გადაუდებელი ოპერაცია გაკეთდა – კატასტროფაში დაღუპული რეციდივისტის, რამაზ კორინთელის სხეულში ინფარქტით გარდაცვლილი აკადემიკოსის, დავით გიორგაძის ტვინი გადაინერგა. ორი განწირული სიცოცხლიდან ერთ-ერთი გადარჩა. განსხვავებული ინტელექტის, ცხოვრების წესის, ზნეობის ადამიანების ერთ სხეულში გაერთიანებას ტრაგიკული შედეგი მოყვა. გამუდმებული შინაგანი ბრძოლით გამწარებული კორინთელი, რომელსაც ვერ გაუგია, ვინ არის, თავის გადამრჩენელ ექიმს მოკლავს. მისი მეორე "მე", დავით გიორგაძის ტვინი, კორინთელის სხეულს ავარიაში დაღუპვას აიძულებს, რათა საკუთარი სული კორინთელის სხეულის ტყვეობიდან იხსნას.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.