მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ვირთხა (1991)
ამ გვერდს გაეცნო 9624 სტუმარი
მხატვრული ფილმი, დრამა, 8 ნაწილი, 2189 მეტრი (80 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 

დამდგმელი რეჟისორი: პაატა მილორავა
სცენარის ავტორები: ლაშა იმედაშვილი, პაატა მილორავა
დამდგმელი ოპერატორი: ჯონი ყურაშვილი
დამდგმელი მხატვრები: მარინე ცომაია, გიორგი (გოგი) ქუთათელაძე
კომპოზიტორი: თეიმურაზ ბაკურაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: მადონა თევზაძე
მემონტაჟე: ლალი კოლხიდაშვილი
მონაწილეობენ: ირაკლი ხიზანიშვილი (თამაზი), ნინელი ჭანკვეტაძე (მარიკა), გია ლეჟავა, ზაზა მიქაშავიძე, ლეილა ძიგრაშვილი, ლია კაპანაძე, მარინა გარსევანიშვილი, ირმა ბერიანიძე, ეკატერინე (ეკა) ანდრონიკაშვილი, ლილი აბაშიძე, გივი ციცქიშვილი, გიორგი (გოგი) თურქიაშვილი, გივი ჩუგუაშვილი, რომან რცხილაძე, ზურა ქავთარაძე, სპარტაკ კიკნაძე, ანზორ ღვინერია
 

თამაზ ბუჩუკურს უცნაური თვისება აღმოაჩნდება – მისი სახის გამოსახულება ფირზე არ აღიბეჭდება. უშიშროების ორგანოები ჩათვლიან, რომ ეს ფენომენი სახელმწიფოს საფრთხეს უქმნის. სამედიცინო გამოკვლევებით დათრგუნული, შეშინებული თამაზი გარე სამყაროსთან ურთიერთობას გაწყვეტს და სარდაფში ჩაიკეტება. თამაზის ცოლი ქმრის გაუჩინარებით დაეჭვებულ სამართალდამცავთა შეურაცხყოფას ვეღარ აიტანს და ღირსებადაკარგულ, სოროში ვირთხასავით გამომწყვდეულ ქმარს მიატოვებს. ქვეყანაში ვითარება იცვლება, თამაზს აღარავინ ერჩის, მაგრამ სარდაფს შეჩვეულ "ვირთხას" ადამიანური თვისებების დაბრუნება აღარ სურს.

ფესტივალები და პრიზები:
  • პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის, კიევის კინოფესტივალი ”მოლოდოსტ” (1991).

  •  
    

    .

    Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.