მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ო, რა ტკბილია განშორების ეს ნაზი სევდა (ევრიდიკე) (1991)
ამ გვერდს გაეცნო 10385 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 9 ნაწილი, 2753 მეტრი (99 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 

დამდგმელი რეჟისორი: ქეთი დოლიძე
სცენარის ავტორი: ქეთი დოლიძე
დამდგმელი ოპერატორი: მიხეილ მედნიკოვი
დამდგმელი მხატვარი: იური გეგეშიძე
კომპოზიტორი: გიორგი (გოგი) ჩლაიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: იმერი მანჯგალაძე
მემონტაჟე: როზა ჯიკაევა
მონაწილეობენ: მერაბ ნინიძე (ორფეოსი), მარი (მარინა) ჯანაშია (ევრიდიკე), რეზო ჩხიკვიშვილი (სიკვდილი), ლია კაპანაძე (დედა), ედიშერ მაღალაშვილი (მამა), ჯემალ მონიავა (საყვარელი), თამაზ თოლორაია (იმპრესარიო), რამაზ იოსელიანი (მსახიობი კაცი), მზისა ქარჩავა (მსახიობი ქალი), გივი დგებუაძე (ოფიციანტი), ქეთი დოლიძე (მოლარე), ლევან ჟივიძე (ადმინისტრატორი), თამარ ბზიავა
პროდიუსერი: შოთა ხოსრუაშვილი

გადაღებულია ჟან ანუის ნაწარმოებების მოტივების მიხედვით
 

ორფეოსისა და ევრიდიკეს მითის თანამედროვე გააზრებით ფილმი სიკვდილ-სიცოცხლის, ერთგულებისა და ღალატის მარადიულ თემებს ეხება. ფილმის სხვა გმირებთან ერთად ევრიდიკე და ორფეოსი რკინიგზის სადგურის ბაქანზე ხვდებიან. მათ შორის არის სიკვდილიც, რომელიც ევრიდიკეს დაღუპავს. ორფეოსი ამაოდ ცდილობს ევრიდიკეს სიკვდილის საუფლოდან დახსნას. ბაქანზე განუწყვეტლივ ისმის მატარებლის ხმა – ეს სიმბოლური მინიშნებაა ცხოვრების მატარებელზე, რომელშიც ფილმის ვერც ერთი გმირი ვერ მოხვდა.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.