მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


მეოთხე თვის პირველი დღე (2003)
ამ გვერდს გაეცნო 12820 სტუმარი
მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, 2 ნაწილი (15 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: გენო ცაავა
სცენარის ავტორი: გენო ცაავა
დამდგმელი ოპერატორი: ბადრი ბარქაია
დამდგმელი მხატვარი: გენო ცაავა
კომპოზიტორი: ვახტანგ ბერიკაშვილი
ხმის რეჟისორები/ოპერატორები: ირაკლი ქაცარავა, თენგიზ თოდაძე
მემონტაჟე: ნელი დევნოზაშვილი
მონაწილეობენ: პაატა მოისწრაფიშვილი, ნინო თარხან-მოურავი, ია ფარულავა
პროდიუსერი: გენო ცაავა
 

(საპირველაპრილო ტყუილი, რომელიც სიყვარულს ბადებს). გმირისათვის წარმოსახვა, განცდა – ერთადერთი გზაა ამ სამყაროდან სულიერ სამყაროში გაჭრისა. – ის თავის ოცნებაში – იდილიურ გარემოში წარმოიდგენს მშვენიერ გოგონას ვიოლინოთი ხელში, რომელსაც თითქოსდა თვითონ ყრუმუნჯი თხოვს გოგონას დაუკრას ვიოლინოზე. გაკვირვებული გოგონა მიუხედავად იმისა, რომ მის წინ ყრუმუნჯია, მაინც ასრულებს თხოვნას; დაუკრავს. გმირი მუსიკით აღფრთოვანებული გოგონას მიუძღვნის ლექსს – გოგონა – გაოგნებულ მდგომარეობაში ყრუ მუნჯის ჟესტიკულაციით არკვევს, რომ მის წინ ყრუმუნჯი არ ყოფილა, არამედ ყველაფერი ეს იყო ლამაზი ტყუილი, ორივე გახარებული ერთმანეთს ჩუქნიან სიცილს. პერსონაჟის მიზანი ტრანსცედენტურია – შეერთება გამთლიანება წინააღმდეგობით აღსავსე სამყაროსთან, ის წარმოსახვიდან ბრუნდება მატერიალურ სამყაროში, რომელიც სევდის მომგვრელია და იხსნება იმით, რომ არსებობს კონფლიქტი ამ ქვეყნად ჩვენს ცხოვრებასა და ტრანსცედენტურს შორის.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.