მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


დინოზავრის კვერცხი (და სასახლეში ვნახავ სიხარულს...) (1993)
ამ გვერდს გაეცნო 8593 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 8 ნაწილი, 2189 მეტრი (80 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით
შეჩერებულია ფილმის ჩვენება

დამდგმელი რეჟისორი: ქეთი დოლიძე
სცენარის ავტორები: გია ბადრიძე, ქეთი დოლიძე
დამდგმელი ოპერატორი: მიხეილ მედნიკოვი
დამდგმელი მხატვარი: ლალი ბადრიძე
კომპოზიტორი: გიორგი (გოგი) ჩლაიძე
ხმის რეჟისორები/ოპერატორები: ანდჟეი ლევანდოვსკი, იმერი მანჯგალაძე
მემონტაჟეები: ე. კურკოვსკა, როზა ჯიკაევა
მონაწილეობენ: მარი (მარინა) ჯანაშია (ლიზა ოცხელი), დანიელ ოლბრიხსკი (მიხაილი), ბეატა ტიშკევიჩი (ეველინა), გივი დგებუაძე (შალვა), იან მახულსკი (ვაცეკი), ნანული სარაჯიშვილი (ზიზი), მარია სუიბი (მარია), ნინო ლორთქიფანიძე (დოდო), იეჟი ნოვაკი (მოხუცი ებრაელი), იან პავლოვსკი (აკადემიკოსი), ზიგმუნდ ბლავუტი (ზიგმუნდი), დარიუსჰ გნატოვსკი (მზარეული), ქეთი დოლიძე (და), ლია კაპანაძე, თამარ ბზიავა, თორნიკე ბზიავა, გიო ბადრიძე
 

პოლონეთში სამეცნიერო სიმპოზიუმზე გამგზავრებულ ქართველ მეცნიერთა ჯგუფს ძველ ციხე-სიმაგრეში დააბინავებენ. ჯგუფის ერთ-ერთი წევრით პოლონელ დიდგვაროვანთა შთამომავალი, შუახნის მამაკაცი მოიხიბლება. კოლეგებისგან განსხვავებით, რომლებიც უმეტეს დროს მაღაზიებში სირბილს ანდომებენ, ქართველი ქალი მარადიული სულიერი ფასეულობების დამფასებელი აღმოჩნდება. მანამდე მოკრძალებულ, შეუმჩნეველ მეცნიერს სიყვარული მომხიბვლელ ქალად აქცევს. მივლინებიდან დაბრუნებულს მოკლე ხანში შეყვარებული სამშობლოში ჩამოაკითხავს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.