მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი (1996)
ამ გვერდს გაეცნო 17985 სტუმარი
მხატვრული ფილმი, კომედია, 11 ნაწილი, 2873 მეტრი (105 წთ.)
სტუდია "ადამი და ევა" 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: ნანა ჯორჯაძე
სცენარის ავტორი: ირაკლი კვირიკაძე
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი ბერიძე
დამდგმელი მხატვრები: ვახტანგ რურუა, თემურ ხმალაძე
კომპოზიტორი: გორან ბრეგოვიჩი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: გურამ გოგუა
მონაწილეობენ: პიერ რიშარი (პასკალ იშაკი), რამაზ ჩხიკვაძე (ანტონ გოგოლაძე), კახი კავსაძე (პრეზიდენტი), მარინა კახიანი (საყვარელი), თემურ ქამხაძე (ზიგმუნდ გოგოლაძე), ხათუნა იოსელიანი, ნინო კირთაძე (ცეცილია აბაშიძე), გივი (გურამ) ფირცხალავა (პლატონი), ნინო კობერიძე (მდივანი), შოთა ქრისტესაშვილი, ელგუჯა ბურდული, იოსებ (სოსო) ჯაჭვლიანი, მიშელინ პრესლი (მარსელ იშაკი), ჟან-ივ გოთიე, ვლადიმერ ილინი, გივი თოხაძე, გოგა გველესიანი, გოგოლა კალანდაძე, ალექსანდრე ქავთარაძე (ანტონ ენფანტე), გიორგი შოშიტაიშვილი, დიმიტრი ხიზანიშვილი, ვანო ტატიშვილი, ბაადურ (ბადრი) ბეგალიშვილი, ოთარ ზაუტაშვილი, თამაზ თოლორაია, გია ლეჟავა, გია როინიშვილი, სპარტაკ ფარჯიანი
პროდიუსერი: თემურ ბაბლუანი
 

ქართული სამზარეულოთი მოხიბლული ფრანგი კულინარისა და კნეინა სესილ აბაშიძის სიყვარულის ამბავი ისტორიულ-რევოლუციური კატაკლიზმების ფონზე ვითარდება. უფასურდება ტრადიცია, იდევნება რელიგია. აღზევებული მდაბიო – წითელი კომისარი – კულინარისადმი პირად მტრობას პოლიტიკურ სარჩულს დაუდებს, ფრანგს რევოლუციის მტრად გამოაცხადებს და თავადის ქალს ხელში ჩაიგდებს...
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.