გოგია მშრომელი, სიტყვაძუნწი, მომჭირნე, ბუზღუნა კაცია, მოკლედ, ტიპიური კახელი. შორიდან ვაი-ვაგლახით ჩამოტანილი ქვევრის გატეხვით გულშემოყრილს დასახმარებლად სოფლის ხელოსანი აბესალომი მიჰყავს შინ. აბესალომი ქვევრს კი გაამთელებს, მაგრამ თავად უნებლიე პატიმარი ხდება, ქვევრიდან ვეღარ გამოდის. რას აღარ ცდიან გოგია, მისი მეზობლები და თვით მილიციის განყოფილების უფროსი, მაგრამ ქვევრი ბოლოს მაინც გასატეხი ხდება.
ფესტივალები და პრიზები:
ტელეფილმების IV საკავშირო ფესტივალის დიდიპრიზი მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის, ქ. მინსკი (1971).
წლის საუკეთესო დებიუტისათვის ჯურნალ ”ისკუსტვო კინოს” მიერ დაწესებული პრიზი (1971).
საკავშირო კინემატოგრაფისტთა ინსტიტუტის პირველი პრიზი (1972).
სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის მთავარი პრიზი, ქ. გრენობლი (1974).