მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


თუში მეცხვარე (1976)
ამ გვერდს გაეცნო 22620 სტუმარი
სატელევიზიო მხატვრული ფილმი, 3 სერია, დრამა, 22 ნაწილი (215 წთ.)
კომპანია ”ქართული ტელეფილმი” 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: იოსებ (სოსო) ჩხაიძე
სცენარის ავტორები: ამირან ჭიჭინაძე, ვალერიან სულაკაური, დევი ივანოვ-ჩიქოვანი, იოსებ (სოსო) ჩხაიძე
დამდგმელი ოპერატორი: ირაკლი ონოფრიშვილი
დამდგმელი მხატვარი: ვახტანგ რურუა
კომპოზიტორი: გურამ ბზვანელი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ნუცა შოშიტაიშვილი
მემონტაჟე: ლუდმილა (ლუსია) უნანიანი
მონაწილეობენ: ირაკლი ხიზანიშვილი (ლექსო), იობი ბართიშვილი (გიორგი), პანტო თათარაიძე (თანდილა), პლატო ოსორაული (ბაგრატა), არჩილ ბექურიძე (არჩილი), ტირიფონ ვარდიძე (ტირიფონი), გოგია ბუქვაიძე (გოგია), რამაზ სულაკაური (ზურიკო), კოსტა ჯიჯურიძე (დირექტორი), ედგარ ზაქარეიშვილი (დიტო), ვახტანგ რურუა (ზაზა), ელისო ცაბაძე (მარიამი), გელა შარვაძე (ლეო), ელისო ოსორაული (ელისო), ვახტანგ კრიტიული (ფერმის გამგე), კოსტა გაწირიძე (ქურდი), გოგი ზეინალაშვილი (გამყიდველი)
პროდიუსერები: გერისო თოთლაძე, გურამ ბეგიაშვილი, ედგარ ზაქარეიშვილი
 

ფილმის მოქმედების გარემო დოკუმენტურია, მოქმედი გმირები, მთავარი გმირის გარდა, ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან. დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობილი თუში მეცხვარეების ყოველდღიური ყოფა, ამავე დროს, ფილმში პოეტურად განსოგადდება და წარმოაჩენს ფილმის გმირების ზნეობრივ ჰარმონიას, სულის სიფაქიზესა და სიმტკიცეს.

ფესტივალები და პრიზები:
  • მე–7 საკავშირო კინოფესტივალის პრიზი. ქ. ლენინგრადი (1977).

  • ქართული კინოფილმების პირველი რესპუბლიკური ფესტივალის პირველი პრიზი. ქ. თერჯოლა (1978).

  • ქართული სატელევიზიო ფილმების საიუბილეო ფესტივალზე მაყურებელთა პრიზი, ქ. თბილისი (1978).

  • სატელევიზიო ფილმების მე-18 საერთაშორისო ფესტივალის დიდი პრიზი, ქ. პრაღა (1981).

  • კინო და სატელევიზიო ფილმების XXX საერთაშორისო ფესტივალის სამი პრიზი: 1. საუკეთესო სატელევიზიო ფილმისათვის; 2. საუკეთესო რეჟისურისათვის პრიზი ”ოქროს დუკატი”; 3. საერთაშორისო კათოლიკური პრიზი. ქ. მანჰაიმი (1981).

  • რეჟისორ ს. ჩხეიძეს და ოპერატორ ი. ონოფრიშვილს მიენიჭათ რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.

  •  
    

    .

    Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.