მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


წკიპურტები (1973)
ამ გვერდს გაეცნო 13122 სტუმარი
სატელევიზიო მხატვრული ფილმი, კინონოველა, 7 ნაწილი, 1778 მეტრი (65 წთ.)
კომპანია ”ქართული ტელეფილმი” 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: რეზო ესაძე
სცენარის ავტორები: რეზო ესაძე, ფრიდრიხ გორენშტეინი
დამდგმელი ოპერატორი: იური ვორონცოვი
დამდგმელი მხატვარი: თენგიზ სამსონაძე
კომპოზიტორი: იაკობ ბობოხიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: მერაბ გვანცელაძე
მემონტაჟე: მზია გვაზავა
მონაწილეობენ: რამაზ ჩხიკვაძე (ფარნაოზი და დირექტორი), ია ხობუა (მანანა), ჯემალ გაგნიძე (ჯემალი), გიორგი ტატიშვილი (კორნელი), კარლო საკანდელიძე (კასიანე), რეზო ესაძე (წამყვანი), კახი კავსაძე (თანამშრომელი), იური ვასაძე (თანამშრომელი), ნოდარ პეტრიაშვილი (თანამშრომელი), ნოდარ ფირანიშვილი (თანამშრომელი), ზურაბ ქაფიანიძე (მოძალადე), ლეო ანთაძე (მგზავრი), ბუხუტი ზაქარიაძე (თანამშრომელი), ბაადურ (ბადრი) ბეგალიშვილი, გია ფერაძე (ბიგო, ქურდი), ოთარ ზაუტაშვილი (ოთარი), დავით პაპუაშვილი (თანამშრომელი, ქურდი), გიორგი (გია) მატარაძე (თანამშრომელი, მოაზროვნე), თამარ თეთრაძე, ლამარა დორეული, გიორგი (გოგი) ქავთარაძე, ნატო გაგნიძე

ფილმი შედგება ოთხი ნოველისაგან: "კაცი ხეზე", "არ მაწყენინე", "კოლექტივის სახელით" და "მოაზროვნე".
 

ფილმის მთავარი გმირები საზოგადიების საერთო ფონზე "თეთრი ყვავებივით" გამოიყურებიან. ისინი ან თავად ქმნიან არაორდინარულ სიტუაციას, ან გარემოებათა წყალობით ექცევიან ამგვარ ვითარებაში. დაწესებულ "ჩარჩოში" მოუთავსებლობით ისინი ერთგვარ წკიპურტების როლს ასრულებენ საზოგადოებისათვის.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.