მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


სტუმარი (სირცხვილი) (1990)
ამ გვერდს გაეცნო 5763 სტუმარი
მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო მხატვრული ფილმი, 3 ნაწილი, 793 მეტრი (29 წთ.)
კომპანია ”ქართული ტელეფილმი” 

დამდგმელი რეჟისორი: თეიმურაზ ბუტიკაშვილი
სცენარის ავტორი: გრიგოლ ხოსროშვილი
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი (გოგი) თორაძე
დამდგმელი მხატვარი: მალხაზ კუხაშვილი
კომპოზიტორი: თეიმურაზ ბაკურაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: მერაბ გვანცელაძე
მემონტაჟე: ინა კრეპსი
მონაწილეობენ: გიორგი ბასიშვილი (გოგი), ლელა ხარტიშვილი, თამარ გაგაძე
პროდიუსერი: ტრისტან თვარაძე
 

დიდი ქალაქის თავბრუდამხვევ გარემოში მოხვედრილი სოფლელი გოგონა, როგორც იტყვიან, "გზას აცდა" და იძულებული გახდა ისევ ოჯახს დაბრუნებოდა. თანასოფლელებთან "თავის მოჭრის" შიში მამას აიძულებს დედობაზე უარი ათქმევინოს ქალიშვილს, მაგრამ ბოლოს მამაშვილური სიყვარული სძლევს და გოგონას შვილის გაჩენის უფლებას აძლევს.

ფესტივალები და პრიზები:
  • სპეციალური პრიზი – საერთაშორისო კინოფესტივალი "Молодiст", კიევი (1992).

  • პრიზი "საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი" – პირველი საერთაშორისო კინოფესტივალი "ოქროს არწივი" (1992).

  • საკონკურსო პროგრამა: "მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი" – კანის საერთაშორისო სატელევიზიო ფილმების ფესტივალი "FIPA" (1992).

  • სპეციალური დიპლომი – საერთაშორისო კინოფესტივალი "ოქროს რაინდი", რუსეთი (1999).

  •  
    

    .

    Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.