მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


კავკასიელი ტყვე (1975)
ამ გვერდს გაეცნო 8089 სტუმარი
სატელევიზიო მხატვრული ფილმი, 8 ნაწილი, 2091 მეტრი (76 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 

დამდგმელი რეჟისორი: გიორგი კალატოზიშვილი
სცენარის ავტორები: გია ბადრიძე, გიორგი კალატოზიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: დავით სხირტლაძე
დამდგმელი მხატვარი: რევაზ მირზაშვილი
კომპოზიტორი: გია ყანჩელი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: გურამ შუბლაძე
მემონტაჟე: ნელი ფარცვანია
მონაწილეობენ: იური ნაზაროვი, ლიალა ოშევეროვა, ვლადიმერ სოლოდნიკოვი, გივი ჩუგუაშვილი, ამირან ქადეიშვილი, ნავრუზ აბდულ-ოღლი, ვარლამ (ვალოდია) წულაძე, ვაჟა ქობულაშვილი

გადაღებულია ლევ ტოლსტოის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით
 

მეფის რუსეთის ოფიცერი ჟილინი მოხუცი დედის სანახავად კავკასიიდან სამშობლოში გაემგზავრება. მას და ოფიცერ კოსტილინს გზად მთიელები შეიპყრობენ, აულში გადამალავენ და გამოსასყიდის მოთხოვნით ახლობლებთან წერილის გაგზავნას აიძულებენ. მთიელი გოგონა დინა ტყვეებს მალულად საჭმელს აწვდის. ჟილინი აულში ნდობას მოიპოვებს, კოსტილინთან ერთად გაიპარება, მაგრამ გაქცეულებს შეიპყრობენ და ორმოში ჩაყრიან. სასოწარკვეთილი ტყვეები დინასგან გაიგებენ, რომ მათ დახოცვას უპირებენ. გოგონა ჟილინს ორმოდან ამოსვლაში დაეხმარება და სამშვიდობოს გააპარებს.

ფესტივალები და პრიზები:
  • კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ჟიურის დიდი პრიზი, მონტე-კარლოს სატელევიზიო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი (1978).

  •  
    

    .

    Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.