მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


საქმე გადაეცემა სასამართლოს (1975)
ამ გვერდს გაეცნო 7605 სტუმარი
სატელევიზიო მხატვრული ფილმი, დრამა, 8 ნაწილი, 2271 მეტრი (83 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: ვალერიან კვაჭაძე
სცენარის ავტორი: ალექსანდრე ჩხაიძე
დამდგმელი ოპერატორი: გივი რაჭველიშვილი
დამდგმელი მხატვარი: ნიკოლოზ ყაზბეგი
კომპოზიტორი: სულხან ნასიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვლადიმერ ნიკონოვი
მემონტაჟე: ნაზი (ლეილა) მუხიგულაშვილი
მონაწილეობენ: დოდო აბაშიძე (ირაკლი რაზმაძე - პროკურორი), მარი (მარინა) ჯანაშია (ლიანა დევდარიანი - პროკურორის თანაშემწე), აკაკი ვასაძე (გორდეზიანი), ვალერიან კვაჭაძე (გაბაშვილი - მინისტრი), ედიშერ მაღალაშვილი (ევგენიძე), გიორგი გეგეჭკორი (სართანია - ინჟინერი), გივი (გურამ) ფირცხალავა (სავანელი), ლამარა ყარასაშვილი (ანეტა), ზურაბ შილაკაძე (გუჯაბიძე), დავით კვირცხალია
 

პატარა ქალაქის სამეურნეო ხელმძღვანელობის წინაშე დღის წესრიგში ხიდის მშენებლობის საკითხი დგება. საკითხის გადაწყვეტის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ გამოცდილ პროკურორს და მის ახალგაზრდა კოლეგას. ამ უკანასკნელის პრინციპულობა, ჭეშმარიტების დადგენის სურვილი ბევრისმომსწრე პროკურორს საგონებელში ჩააგდებს, პროფესიული ზნეობის საკითხებზე დააფიქრებს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.